ლიდერების შეხვედრამ ბათუმში დიდი ინტერესი გამოიწვია, სტადიონი პირთამდე გაივსო და ანგარიში ზედ შესვენებაზე გასვლის წინ სტუმართა გუნდის ნახევარმცველმა შოთა დავლაშელიძემ გახსნა.
მეორე ტაიმში მასპინძლები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, ბევრს უტევდნენ, მაგრამ "ვეტერინარები" თავს ორგანიზებულად იცავდნენ. თუმცა, მასპინძლებმა მაინც მოახერხეს გამარჯვების მოპოვება: 88-ე წუთზე მსაჯმა მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და გააძევა "ვიტ ჯორჯიას" ფეხბურთელი ბექა კაკუშაძე, რომელიც შეცვლაზე 62-ე წუთზე შევიდა, 90+4-ე წუთზე
ამან სტუმარი გუნდის ფეხბურთელებისა და მწვრთნელების უკმაყოფილება გამოიწვია და რეფერიმ მათი თავკაცი ლაშა ფირცხალაიშვილი გააძევა, პენალტი კი ჯოვინო ფლამარიონიმ გაიტანა. გაშვებულმა ბურთმა "ვიტ ჯორჯიაზე" დამთრგუნველად იმოქმედა და შეცვლაზე შესულმა ვალერიან თევდორაძემ 90+7-ე წუთზე გამარჯვების გოლი გაიტანა.
ამ მოგებით "დინამო" "ვიტ ჯორჯიას" 6 ქულით გაექცა.
მცხეთაში კი ქობულეთის "შუქურამ" 2:0 მოუგო "ცხინვალს". გოლები ჯეფერსონ ჯერალდომ და ომარ ბულუხაძემ გაიტანეს. 90+1-ე წუთზე მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით ცხინვალელი გიორგი მაღალდაძე და ქობულეთელი ერეკლე ლებანიძე გააძევა.