ბათუმის "დინამო" ბაზის მოედნის შესახებ განცხადებას ავრცელებს

AutoSharing Option
ბათუმის "დინამო" "ფეისბუქზე" განცხადებას ავრცელებს, სადაც ბაზის მოედნის შესახებ საუბრობს.

განცხადებიდან ირკვევა, რომ ბათუმელები სექტემბრის ბოლომდე საშინაო მატჩებს ქუთაისში გამართავენ.

გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:

"ძვირფასო გულშემატკივრებო!
კარგად მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდში კლუბის სპორტულ ბაზაზე არსებული ბუნებრივსაფარიანი მოედანი საკმაოდ დაზიანდა და ეს ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო მოხდა. ალბათ გახსოვთ, რომ სეზონის დასაწყისში, სწორედ მინდვრის საფარზე გაფრთხილების გამო ჩვენ მაქსიმალურად გადავდეთ ე.წ. "სახლში დაბრუნების" პროცესი და რამდენიმე საშინაო შეხვედრის გამართვა ქუთაისში მოგვიხდა. მიუხედავად ამისა, უარყოფითი შედეგი მაინც დადგა და მინდვრის საფარი სავალალო მდგომარეობაშია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით, სასწრაფო რეჟიმში მოწვეული იყვნენ შესაბამისი სპეციალისტები და მათი რეკომენდაციით უკვე მიმდინარეობს მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რის გამოც რამდენიმე საშინაო შეხვედრის ჩატარება "დინამოს" ისევ ქუთაისში მოუწევს. სპეციალისტების ვარაუდით, აღნიშნული პროცესი სექტემბრის ბოლომდე გასტანს და ეროვნული ლიგა II-ის დასკვნითი, მეოთხე წრის მატჩებს გუნდი საკუთარ კედლებში ჩაატარებს. აქვე დავძენთ, რომ სანაკრებო პაუზის გათვალისწინებით, მიმდინარე პერიოდი, მოედნის საფარის გასაუმჯობესებლად და პრევენციისთვის ყველაზე ოპტიმალური პერიოდია.

ჩვენ ვიცით, რომ "დინამო" ბათუმს მსოფლიოში საუკეთესო ქომაგი ჰყავს და ყველგან და ყოველთვის ვგრძნობთ თქვენს მხარდაჭერას, ამიტომ ქუთაისში გასამართ მატჩებზე გამგზავრების მსურველ გულშემატკივარს, კლუბის ადმინისტრაცია ტრანსპორტირების და კვების ხარჯებს აუნაზღაურებს.

პატივისცემით: "დინამო" ბათუმის ადმინისტრაცია"
მკითხველის კომენტარები / 4 /
უნდა გადაერქვათ კლუბებს საბჭოური სახელები! დინამო, ტორპედო და დაერქვათ ქალაქის სახელები: ბათუმი, თბილისი, ქუთაისი. ან რაიმე ქალაქთან ასოცირებული დასახელება.
Georgian
17:05 29-08-2018
3
ვეღარ გამოვედით ამ დინამოებიდან და მეტალურგებიდან
ქომაგი
22:32 28-08-2018
5

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0