საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-15 ტურში გიორგი მიქაუტაძის "ლიონი" გასვლაზე პსჟ-ისთან 1:3 დამარცხდა. სტუმართა მხრიდან ერთადერთი გოლი მე-40 წუთზე ქართველმა გაიტანა, რასაც პარიზელთა კიპერ ჯანლუიჯი დონარუმასთან მცირე კონფლიქტი მოჰყვა.

ჩვენებურმა გოლის გატანის შემდეგ იტალიელ მეკარეს შეხედა და გაეცინა, რაც დონარუმამ ცუდად მიიღო და მიქაუტაძე ხელით წააქცია.

საბოლოოდ, მსაჯმა ორივე მათგანს ყვითელი ბარათი უჩვენა. პირველი ტაიმის დასრულების შემდეგ კი მიქაუტაძემ მართლაც დასაფასებელი საქციელი ჩაიდინა. ის დონარუმასთან მივიდა და ფრანგული მედია წერს, რომ ბოდიში მოუხადა და ინციდენტის ამოწურვას შეეცადა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ფრანგი ჟურნალისტები ქართველს ინციდენტის შესახებაც დაეკითხნენ, თუმცა გიორგის სიტყვებიდან ირკვევა, რომ ეს მცირე კონფლიქტი ამოწურულია.

"არაფერია. გამეცინა და მან ეს ცოტათი ცუდად მიიღო. დონარუმასთან მივედი და ვუთხარი, რომ მისთვის ბურთის თავზე გადაგდებით ბედნიერი ვიყავი", - თქვა მიქაუტაძემ.

შეხსენებისთვის, მიქაუტაძემ მოედანზე 66 წუთი გაატარა და შემდეგ ის ალექსანდრ ლაკაზეტმა შეცვალა. ლიგა 1-ის 15 შეხვედრაში ჩვენებურის ანგარიშზე 4 გოლი და 1 შედეგიანი გადაცემა მოდის. ევროპა ლიგის 5 მატჩში კი მეტოქეთა კარი ორჯერ აიღო.

გრიშა
კრგი ბიი გიორგი.
Star lord
რახან დონარუმას არ სიამოვნებს ბურთების გაშვება მაშინ დაანებონ თავი და აღარ გაუტანონ)))
SOSO-ს
სერიოზულად ავად ხართ შენ და შენისთანები და რა გეშველებათ ნეტავ თქვე საცოდავებო რაა.
გეგი
ეს ჩათ... დონარუმა რომ კიდევ აქეთ ეუბნება რაღაცეებს,არაუშავს ყველამ დაინახა რა ნაგავიცაა. ყოჩაღ გიორგი.
Soso-ს
დონარუმას უნდა მოეხადა ბოდიში ის ტყუოდა, ვერ აიტანა თავზე ლამაზად რომ გადაუგდო ბურთი….!
Რერო
ლიონი მომწონს კარგი გუნდია,შემტევ ლამაზ ფეხბურთს თამაშობს და მეტოქესაც ათამაშებს. მგონია რომ წელს ოთხეულში მოხვდება. შერკი ძალიან ტექნიკური ბიჭია და გიოსთან ერთად კიდევ უფრო მოუმატებს რაც დრო გავა.

მიქაუტაძე კი ძალიან არარესპექტაბელურად გამოიყურება თმის შეღებვის მერე, დონარუმა კი ვაჟკაცური შესახედაობისაა. ჰაბიტუსს დიდი მნიშვნელობა აქვს, პატივისცემას უნდა იწვევდე გარეგნობით, მერე დანარჩენიც საჭიროა.
ვვვ
ჩემი აზრით, დონარუმა @@@ გამოდგა ;)

Hო, ზიდანმა შიგ ევროპულად სდრუზა თავი მატერაცის მუცელში და გათიშა.
ყოჩაღ
დონარუმამ დაესხა თავს,წააქცია და კიდევ ეს მივიდა და მოუხადა ბოდიში. რა ქონდა ბოდიშის მოსახდელი მაინც ვერ ვხვდები. თურმე გაცინებია გოლი რომ გაიტანა. გოლს რომ გაიტან კიდეც გაიცინებ , კიდეც შეკუნტრუშდები და კიდეც გაგეხარდება
ავჭალიდან
მაგრად მომწონს და მიყვარს ჩვენებური, აგუეროს და კრესპოს სტილზეა.
SOSO
ჯერ ერთი რა სათაურია, სად ნახეთ ჩხუბი,ასეთი წაკინკლავება მეკარესთან, გოლის შემდეგ თითქმის ყველა თამაშიშას ხდებადა და რა საჭიროა ამ ეპიზოტის ასე ხაზგასმა, მაგრამ ქვეყანაში ისეთი პოლარიზებული განწყობაა, რუსოჰობები და პუტინისტი რაშისტები ამ შანს, როგორ გამაზავდნენ ეს მომენტი ისევ ევროპის მორიგი გაშავებისთვის რომ არ გამოეყენებინათ, ვითომ ნახეთ, ქართველებს ევროპაში რა ცუდათ ექცევიან, პსჟ-ს მეკარე გაბრაზდა, ვიღაც ქართველმა როგორ გამიტანაო და ათასი ბოდვები, განსაკუთრებით სამარცხვინო იყო სოც ქსელებში კომენტები კუხნის, ყველაფრის ექსპერტები ქალებისა, რომლებიც ფეხბურთის გაგებაში არ არიან. ამასთან ყველას ავიწყდება,რომ მიქაუტაძე თვითონ დაბადებითაც და მენტალურად ევროპელია, როგორც პიროვნება და ფეხბურთელიც ევროპაში ჩამოყალიბდა და ძალიან კარგად იცის რომ ფეხბურთში ასეთები მოსულია, სწორედ ამიტომაც მივიდა შესვენებისას მეკარესთან და საქვეყნოდ ერთმანეთს ბოდიში მოუხადეს, როგორ ფიქრობთ რატომ არ მოიქცა ის იმ ქართველი კალათბურთელებივით ვინც თბილისის ევროზე თურქეთის ნაკრების კალათბურთელს გვირაბში დახვდნენ საქმის გასარჩევად, რაც შემდეგ ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარა. სწორედაც იმიტომ რომ ჟორჟ მიქაუტაძეც და დონარუმაც ორივენი ევროპული მენტალიტეტის პიროვნებაა და ეს რიტუალიც ამიტომაც გააკეთეს კამერების წინ საქვეყნოდ. ასე რომ მქაუტაძეს არავითარი ღირსეული საქციელი არ ჩაუდენია, როდესაც მივიდა და სავარაუდოთ ბოდიშიც მოუხადა დონარუმას გაუგებრობისთვის, დარწმუნებული ვარ პასუხიც შესაბამისი იყო,ასე რომ ეს ღირსეული საქციელი კი არა ქცევის ნორმაა ცივილიზებულ ევროპაში.
"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა
კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს - ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული
კონტე: კვარაცხელია წავიდა - ხელმძღვანელობამ შეცდომები აღიარა
7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან
დღის მთავარი სენსაცია - ჰიფუმი აბე დამარცხდა
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს
ოდიშარია: მეტოქეს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ
სვანაძე: საფრანგეთთან ზედმეტი მოტივაცია არ გვჭირდება - სულ სხვა ასპარეზი იშლება ჩვენს წინაშე
გატუზო იტალიის ნაკრებს ოფიციალურად ჩაუდგება სათავეში
ნაგაიამა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს - ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
20 წ. | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე
[VIDEO] მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილება - სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა
ტრაგედია მიხეილ აშვეთიას ოჯახში...
"ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?" - გვარდიოლამ ესპანური კლუბები გააკრიტიკა
[VIDEO] "რეალმა" არნოლდი წარადგინა - ინგლისელმა პრესკონფერენციაზე ყველა გააკვირვა
ცნობილია, რატომ თქვა ოსიმენმა 40 მილიონზე უარი - ნიგერიელის მომავალი მოულოდნელად ვითარდება
მატჩის დღე! საქართველო VS საფრანგეთი - ახალგაზრდები ჯგუფიდან გასასვლელად
"36 წლის ძიუბა ბევრ ევროპულ გრანდს გააძლიერებდა" - ბრაზილიელ აგენტს არტიომის იმედი აქვს
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი
კვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონატს იწყებს - მესისთან დაპირისპირების შანსი
"კვარას" ვეტყვი, ეს საქმე გააკეთოს" - მიქაუტაძეს ხვიჩასთან სათხოვარი აქვს... "ლიონში" მატჩის შემდეგ ეს ხდებოდა [VIDEO]
"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა
[VIDEO] "ამ ჯილდოს არ ვიმსახურებ" - დემბელეს ღირსეული საქციელი
"ენრიკემ თავისუფლება და სიმშვიდე მოგვცა" - დონარუმამ ესპანელ სპეციალისტზე ისაუბრა
"მეამბოხე "კვარა" ბედნიერია და დონარუმასთან ერთად პარიზელები გააგიჟა" - იტალიური მედია
მიქაუტაძის "ლიონი" მძიმე დღეში აღმოჩნდა - ტრანსფერების გაკეთება 1 წლით აუკრძალეს
[VIDEO] საფრანგეთში წლის საუკეთესო გოლის პრიზზე 8 ნომინანტიდან 3 ქართველი იბრძვის - როგორ მივცეთ ხმა კანდიდატებს
უახლოეს 24 საათში სამედიცინო შემოწმებას გაივლის - შერკი "სიტიში" გადავიდა
"ლიონი" გადარჩა - მიქაუტაძის გუნდს სატრანსფერო ბანი მოუხსნეს
კვარაცხელიას თანაგუნდელი რონალდოსთან? - პსჟ-ის ფეხბურთელის გაშვება არ სურს
"იცით, გული რაზე მწყდება?" - ლაკაზეტმა მიქაუტაძეზე ისაუბრა
2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია LGBTQ კამპანიის ლოგოს დამალვის გამო - საფრანგეთში ნემანია მატიჩი დასაჯეს
ზაბარნი პსჟ-ში აღარ გადავა? - ფრანგული მხარე "ბორნმუთს" ვერ შეუთანხმდა
პსჟ-ის ახალი სტადიონი ექნება - რას აპირებს კვარაცხელიას კლუბი
ხვიჩას გუნდის რუსი მეკარე სუპერგმირის წოდებით, იაშინის პრიზით, ევრო 2020-ითა და ყოფილ მეუღლესთან პრობლემებით...
"ვნანობ თუ არა მის წასვლას?" - რა თქვა ალ-ხელაიფიმ მბაპეზე?
პსჟ შეთავაზებას აყოვნებს - დონარუმა ზაფხულში გუნდს შეიცვლის?
დონარუმას ძვირფასი საჩუქარი გულშემატკივარს - რა გააკეთა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლის შემდეგ პსჟ-ის მეკარემ [VIDEO]
"გეტყვით, რატომ მოუგო პსჟ-მ "ინტერს" დიდი ანგარიშით" - რობერტო დე ძერბი