დაძაბული შეხვედრა ჩატარდა თელავში, სადაც ადგილობრივმა გუნდმა "ნორჩ დინამოს" უმასპინძლა. 38-ე წუთზე ანგარიში სტუმართა გუნდის ვეტერანმა ნახევარმცველმა დავით ბოლქვაძემ გახსნა, ხოლო შესვენების შემდეგ ირაკლი რუხაძემ პენალტით საპასუხო გოლი გაიტანა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა.
"ვიტ ჯორჯიამ" მცხეთაში 1:0 სძლია "სამგურალს". გოლი 22-ე წუთზე გამოცდილმა თავდამსხმელმა ვახტანგ კვარაცხელიამ გაიტანა.
"შუქურასა" და "შევარდენის" დაპირისპირება ლანჩხუთში უგოლოდ დასრულდა.
"ვიტ ჯორჯიასა" და "თელავს" 42-42 ქულა აქვთ და მეორე-მესამე ადგილებს იყოფენ, მეოთხე პოზიციაზე კი 41 ქულით
დღეს "გაგრა" ლიდერ ბათუმის "დინამოს" მასპინძლობს, ხოლო "მერანი" "ცხინვალს".