წყალტუბოს "სამგურალმა" მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა

AutoSharing Option
წყალტუბოს "სამგურალმა" მოსკოვის "ლოკომოტივის" აკადემიის აღზრდილი, 19 წლის ფეხბურთელი ერვინ ჯო ბოტაკა იობომა დაიმატა.

ჯო ამპლუით ცენტრალური მცველია (184 სმ, 76 კგ). მამით კონგოელი და დედით რუსი ბოტაკა რუსეთის მოქალაქეა.

ფეხბურთის თამაში მოსკოვის "ლოკომოტივის" აკადემიაში დაიწყო. შემდეგ მოსკოვის "ტორპედოს" 19-წლამდელთა გუნდში ჩაირიცხა, მაგრამ აღნიშნულ გუნდს სკანდალურად დაშორდა. "ტორპედოს" გულშემატკივრებმა ჯო კანის ფერის გამო აითვალწუნეს და მათი რასისტული დამოკიდებულების გამო ბოტაკამ "ტორპედო" მალევე დატოვა. შემდეგ თამაშობდა მოსკოვის "სოლიარისსა" და მოსკოვის "კაზანკაში" (იგივე "ლოკომოტივი 2"), საიდანაც "სამგურალს" შემოუერთდა.

ერვინ ბოტაკა 10 დღეა
წყალტუბოურ კლუბთან ერთად ემზადება და დღეს "სამგურალში" ოფიციალურად ჩაირიცხა. წყალტუბოურმა კლუბმა მასთან 1-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

altწყალტუბოს "სამგურალს" ბესიკ ხაჭიპერაძე გაწვრთნის


მომზადებულია "სამგურალის" ოფიციალური Facebook-გვერდის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგარ ბედში ჩავარდნილა, უნდა ინატროს კაცმა
4
ვავა ბოტაკა ასეთი რა გეტაკა!?)
გეორგიუსი78
09:26 26-10-2018
2

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0