"მერანი" გავარდა - ეროვნული ლიგა 2-ის ბოლო ტურში 23 გოლი გავიდა!

AutoSharing Option
7 დეკემბერს ეროვნული ლიგა 2-ის ბოლო, XXXVI ტური გაიმართა.

ბოლო ტური საკმაოდ უხვგოლიანი გამოდგა. მარტო "თელავი"-"ცხინვალის" მატჩში ერთბაშად 9 გოლი გავიდა და გამარჯვება "ცხინვალს" დარჩა.

საერთო ჯამში კი, ტურში 23 გოლი გავიდა.

"მერანი" ბათუმის "დინამოსთან" 2:3 დამარცხდა, ბოლო ადგილზე გავიდა და მომდევნო სეზონს ლიგა 3-ში გაატარებს.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ლიგაში ბათუმის "დინამო" აღზევდა, ხოლო "გაგრა" და "ვიტ ჯორჯია" პლეი-ოფში ითამაშებენ.

altეროვნული ლიგების პლეი-ოფების თარიღები ცნობილია

ეროვნული ლიგა 2-ის ბომბარდირი 24 გატანილი გოლით ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელი ჯოვინო ფლამარიონი გახდა, ხოლო საუკეთესო

ასისტენტი - "ნორჩი დინამოს" ფეხბურთელი იაგო დეისაძე.

ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილის შესანარჩუნებლად "ცხინვალი" და "სამგურალი" იბრძოლებენ.

თელავი. გივი ჩოხელი
თელავი-ცხინვალი 4:5
გოლები: 1:0 ანტონ თოლორდავა (22), 2:0 მირიან ჯიქია (27), 2:1, 3:4 ჩუკა ოგბუ (45, 70), 3:1 ირაკლი რუხაძე (45+1), 3:2 ნიკოლოზ ყურშავიშვილი (45+2. პენ), 3:3 ლუკა ვარშელაშვილი (53), 4:4 გიორგი კანდელაკი (76), დავიდ როხას მენა (81)

მცხეთა პარკი
ვიტ ჯორჯია-ნორჩი დინამო 2:0
გოლები: 1:0 პაატა ღუდუაშაური (28), 2:0 დავით საჯაია (85)

მარტვილი. მურთაზ ხურცილავა
მერანი-დინამო (ბთ) 2:3
გოლები: 1:0 ვანო კურდღელაშვილი (3. პენ), 1:1, 2:1 ნიკოლოზ საბანაძე (10, 21), 2:2 ოთო გოშაძე (45+2. ავტ), 2:3 ვალერიან თევდორაძე (86. პენ)

თბილისი. დავით პეტრიაშვილი
გაგრა-შევარდენი 3:2
გოლები: 0:1, 0:2 ფელიპე პაიმი (3, 22), 1:2 ჯაბა კასრელიშვილი (62), 2:2 ლევან პაპავა (73), 3:2 გიორგი ივანიაძე (84)

ქობულეთი. ჩელე არენა
შუქურა-სამგურალი 2:0
გოლები: 1:0 დოს რეის რამოსი (26), 2:0 ფელიპე ნუნიეში (90+3)
მკითხველის კომენტარები / 7 /
უკვე მეორედ მოხდა რომ მარტვილის მერანი ბათუმის დინამომ გაიმეტა გასავარდნათ,აქ ძველი წყენა არ ავიწყდებათ ბათუმლებს.(2013 წელს სწორედ მერანმა გაისტუმრა ბათუმი დაბალ ლიგაში)ფაქტია რომ ბათუმმა ამ შემთხვევაშიც დაიცვა სამართლიანი თამაშის პრინციპი რაც მხოლოდ და მხოლოდ მისასალმებელია.თუმცა აქ მეორე რამეა:რატომ დაიწყო თელავი-ცხინვალის მატჩი დაგვიანებით?იქნებ ამ კითხვას გასცეს ვინმემ პასუხი და პატივი სცეს გულშემატკივრების ინტერესს.
უცნაურია
08 დეკემბერი 2018 13:00
0
მერანი შეეწირა.სუფთა თამაშს რომ იცოდეთ.ფედერაცია ამას თუ არ მიხედავს ხვალ უარეს მიიღებს.გადახედოს თელავი ცხინვალის თამაშს.მერე გადახედოს მერანი ბათუმის თამაშს.რა პენალტი დაიდო.ამის მერე გამოიტანეთ დასკვნები.მერანის პრეზიდენტს რომ დომებოდა დაშლა.ან რა გარიგება.მერანი დღეს არ გავარდებოდა.როცა წერთ რამეს დაგიქრდით.და ძაან გაიტერესებთ შემხვდით არც ეგაა პრობლემა.და გაგაგებინებთ ვის რა უნდოდა.
კ.ჯ
08 დეკემბერი 2018 10:59
1
ხომ არ იცით რატომ დაიწყო თელავში მატჩი 10 წუთის დაგვიანებით მარტვილისგან განასხვავებით
kaxa
07 დეკემბერი 2018 22:40
0
"მერანის" გავარდნა მთლიანად ფ ინჯას უნაოჭი ტვინისა და უძარღვო შუბლის დამსახურებაა! შარშან მესამე წრის წინ გუნდი 7 ქულით უსწრებდა მეორეს და მწვრთნელი მიქაძე გაუშვა, საპლეიოფოდ დაიხადა საქმე, იქ წაგო და წელს საერთოს ფიასკო. მას ეტყობა ფეხბურთი არჩევნების გაყალბება ჰგონია, რაშიც არაერთხელ ჩაატარა მასტერკლასი მარტვილში იმ საუკუნის ბოლოს და ამ საუკუნის დასაწყისში
მერაბ გ.
07 დეკემბერი 2018 17:55
4
თასის ფინალზე და კავშირგაბმულობის სამინისტროს ქონების მიტაცებაზე არავინ ლაპარაკობს! რაც მერე დააშავა იმაზე საუბრობენ; არჩევნების გაყალბება არ ყოფილა, თუ ეს საწუხარი არაა?
გიო ინჯიას
08 დეკემბერი 2018 10:03
0
მერაბ , მერანი რომ თასის ფინალში გავიდა მაშინ ფრიდონ ინჯიას ტვინის დამსახურება არ იყო? და საერთოდ იქნებ ვინმე სხვამაც გამოიჩინოთ ინიციატივა და მოუაროდ ფეხბურთს მარტვილში, არ გინდათ დააფინანსოდ კლუბი? ან ცხოვრებაში რამე თუ გაგიკეთებია საერთოდ? ძალიან იყავი თავად არჩევნებში ჩართული ასე კარგად რომ გახსოვს:) რა შუაშია ფეხბურთი და არჩევნები?
გიო
08 დეკემბერი 2018 00:58
1
2 ლიგაა თუ კოპა ლიბერტადორესი ?
ლევან1
07 დეკემბერი 2018 17:30
10

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0