"ცხინვალმა" ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილი შეინარჩუნა

AutoSharing Option
14 დეკემბერს ეროვნული ლიგა 2-ს პლეი-ოფის საპასუხო მატჩი გაიმართა, სადაც "ცხინვალმა" სტუმრად "ბახმაროს" 2:0 მოუგო.

შეხვედრის 54-ე წუთზე ანგარიში ლუკა ვარძელაშვილმა გახსნა, ხოლო 69 წუთზე მსაჯმა გიგა კვერენჩხილაძეს მეორე ყვითელი ბარათი უჩვენა და მოედნიდან გააძევა.

მატჩის კომპენსირებულ დროში შეცვლაზე შესულმა ლუკა თათხაშვილმა თავისი გუნდის უპირატესობა ორამდე გაზარდა.

ამ გამარჯვებით "ცხინვალმა" ეროვნულ ლიგა 2-ში ადგილი შეინარჩუნა, ხოლო "ბახმარო" ასპარეზობას კვლავ ეროვნულ ლიგა 3-ში გააგრძელებს. გუნდებს შორის პირველი შეხვედრა ასევე "ცხინვალის" გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.

ჩოხატაური. ბორის პაიჭაძე
ბახმარო-ცხინვალი 0:2
გოლები: 0:1
ლუკა ვარძელაშვილი (54), 0:2 ლუკა თათხაშვილი (90+1)
გაძევება: გიგა კვერენჩხილაძე (69, ბახმარო)

ბახმარო. 4-4-2: დავით კეკელიძე, გიგა ქარჩილაძე, ბიძინა ცინცაძე, რუსლან დემიანოსი, თეიმურაზ შარაშენიძე, ხვიჩა დიდია, გიგა კვერენჩხილაძე, ლევან ბაკურაძე, სოლომონ გუჯაბიძე, ნიკა ჭკუასელი, სერგო ფირცხალაიშვილი

მთ. მწვრთნელი: თეიმურაზ ლორია

ცხინვალი. 4-4-2: ივან ტირიჩი, ნიკოლოზ ყურშავიშვილი, გიორგი ლაცაბიძე, გიორგი ცერცვაძე, გიორგი მაღალდაძე, ლუკა ვარძელაშვილი, დავიდ როხას მენა, სანდრო ქრისტესიაშვილი, გიორგი კიკნაძე, ნიკა წივწივაძე, ჩუკა ოგბუ

მთ. მწვრთნელი: მალხაზ ლაცაბიძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0