ის გასულ სეზონში დენის ხომუტოვის ასისტენტი იყო, რომელმაც "გაგრა" ორი დღის წინ დატოვა.
"პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო დენის ხომუტოვს "გაგრაში" გაწეული სამუშაოსთვის. ასევე, მადლობა მინდა ვუთხრა ხელმძღვანელობას ნდობისთვის. ძალას არ დავიშურებ იმისათვის, რომ "გაგრამ" წინ ის ნაბიჯი გადადგას, რომელიც წელს ვერ შევძელით. ბევრმა ძლიერმა ფეხბურთელმა დაგვტოვა და მინ
"დღეს "გაგრას" აღზრდილმა და ყოფილმა ფეხბურთელმა გუნდი ოფიციალურად ჩაიბარა. მინდა, კლუბის სახელით გაგა კირკიტაძეს წარმატება ვუსურვო. ვიცით, ვიცნობთ, გვჯერა მისი და დარწმუნებული ვართ კლუბთან ერთად წარმატებას მიაღწევს!" - ასე შეაფასა "კლუბის" პრეზიდენტმა გოდერძი ჩიხრაძემ სამწვრთნელო შტაბში განხორციელებული ცვლილება.
"გაგრას" ახალი თავკაცი ამავე კლუბის აღზრდილია, ის მთავარი მწვრთნელის თანამდებობას 2015-16 წლების სეზონშიც იკავებდა და მაშინ გუნდი პირველ ლიგაში მეხუთე პოზიციაზე გაიყვანა.
"გაგრამ" გასული სეზონი ეროვნულ ლიგა 2-ში მესამე პოზიციაზე დაასრულა და ეროვნულ ლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფში ბოლნისის "სიონთან" დამარცხდა.