"გაგრას" მომავალ სეზონში გაგა კირკიტაძე გაწვრთნის

AutoSharing Option
ეროვნული ლიგა 2-ის წევრ "გაგრას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს, მომდევნო სეზონიდან კლუბს გაგა კირკიტაძე უხელმძღვანელებს - ამის შესახებ "გაგრას" ფეისბუქ-გვერდი იტყობინება.

ის გასულ სეზონში დენის ხომუტოვის ასისტენტი იყო, რომელმაც "გაგრა" ორი დღის წინ დატოვა.

"პირველ რიგში მინდა მადლობა გადავუხადო დენის ხომუტოვს "გაგრაში" გაწეული სამუშაოსთვის. ასევე, მადლობა მინდა ვუთხრა ხელმძღვანელობას ნდობისთვის. ძალას არ დავიშურებ იმისათვის, რომ "გაგრამ" წინ ის ნაბიჯი გადადგას, რომელიც წელს ვერ შევძელით. ბევრმა ძლიერმა ფეხბურთელმა დაგვტოვა და მინ
და მათ წარმატება ვუსურვო." - განაცხადა გაგა კირკიტაძემ.

"დღეს "გაგრას" აღზრდილმა და ყოფილმა ფეხბურთელმა გუნდი ოფიციალურად ჩაიბარა. მინდა, კლუბის სახელით გაგა კირკიტაძეს წარმატება ვუსურვო. ვიცით, ვიცნობთ, გვჯერა მისი და დარწმუნებული ვართ კლუბთან ერთად წარმატებას მიაღწევს!" - ასე შეაფასა "კლუბის" პრეზიდენტმა გოდერძი ჩიხრაძემ სამწვრთნელო შტაბში განხორციელებული ცვლილება.

"გაგრას" ახალი თავკაცი ამავე კლუბის აღზრდილია, ის მთავარი მწვრთნელის თანამდებობას 2015-16 წლების სეზონშიც იკავებდა და მაშინ გუნდი პირველ ლიგაში მეხუთე პოზიციაზე გაიყვანა.

"გაგრამ" გასული სეზონი ეროვნულ ლიგა 2-ში მესამე პოზიციაზე დაასრულა და ეროვნულ ლიგაში გადასასვლელ პლეი-ოფში ბოლნისის "სიონთან" დამარცხდა.

alt"გაგრა" უკრაინელმა მწვრთნელმა დენის ხომუტოვმა დატოვა

altბათუმის "დინამომ" "გაგრას" ორი ფეხბურთელი დაიმატა

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
18
13
3
2
23
42
19
9
5
5
18
32
18
8
4
6
-2
28
18
6
5
7
-1
23
8
კოლხეთი
18
5
2
11
-19
17
9
გურია
19
3
2
14
-27
8
19
2
1
16
-27
7