"თელავის" მწვრთნელად დენის ხომუტოვი დაინიშნა

AutoSharing Option
"თელავის" საიტი გუნდის მწვრთნელად უკრაინელი დენის ხომუტოვის დანიშვნას იუწყება, რომლის ხელმძღვანელობით გასულ სეზონში გაგრა" საქართველოს თასის ფინალში და პლეი-ოფში გავიდა.

"ძვირფასო გულშემატკივრებო, გაცნობებთ, რომ ახალი, 2019 წლიდან საფეხბურთო კლუბ „თელავს“ 39 წლის უკრაინელი სპეციალისტი, დენის ხომუტოვი გაწვრთნის

დენის ხომუტოვი
დაიბადა 1979 წლის 7 აგვისტოს დონეცკში (უკრაინა)
დაოჯახებული

დენის ხომუტოვმა, დონეცკის სერგეი ბუბკას სახელობის ოლიმპიური რეზერვების უმაღლესი სასწავლებელი წარმატებით დაამთავრა, მოთამაშის კარიერა კი 1994 წელს, ამპლუით ნახევარმცველმა დონეცკის „შახტარის“ მეორე გუნდში დაიწყო, 2000 წლის შემდეგ კი უკრაინის სხვადასხვა გუნდებშიც ითამაშა: „პოლიგრაფტეხნიკა“
(ოლექსანდრია), „ზვეზდა“ (კიროვოგრადი), „ნივა“ (ვინიცა), „ოლიმპიკი“ (დონეცკი), „სტალი“ (ალჩევსკი), „სპარტაკი“ (სუმი), „უსკ რუბინი“ (დონეცკი), „ორლაინი“ (დონეცკი), „სმენა“ (ბელაია ცერკოვი).

მოთამაშის კარიერა დენის ხომუტოვმა დონეცკის „ოლიმპიკში“ დაასრულა და სამწვრთნელო საქმიანობა „ოლიმპიკის“ ფარმ-კლუბში, „უსკ რუბინში“ 2012 წელს დაიწყო, მერე კი იყო „ოლიმპიკის“ აკადემია, 2014 წლიდან 2016 წლამდე „ოლიმპიკის“ ასაკობრივი გუნდების (U-19 და U-21) მთავარი მწვრთნელი გახლდათ, ხოლო 2016/2017 წლის სეზონში „ოლიმპიკის“ ძირითად გუნდში მთავარი მწვრთნელის ასისტენტი.

2017 წლიდან საფეხბურთო კლუბ „გაგრაში“ მუშაობდა, რომელიც ცოტა ხნის წინ, სეზონის დასრულებისთანავე დატოვა.

წარმატებებს გისურვებთ სკ „თელავთან“ ერთად", - წერს საიტი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
36
25
6
5
52
81
36
19
6
11
34
63
36
14
10
12
-1
52
36
13
8
15
4
47
36
13
7
16
-10
46
36
13
1
22
-16
40
8
გურია
36
10
6
20
-25
33
9
კოლხეთი
36
10
4
22
-49
28
36
8
8
20
-24
26