ფოტო: ipn.ge
თურქეთში დაკავებული ქართველი ფეხბურთელები, სავარაუდოდ, გუშინ სასამართლოს დარბაზიდანვე გაუსვლელობაზე ხელის მოწერის საფუძველზე გაათავისუფლეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თურქეთში საქართველოს საკონსულოში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, კონსული უკვე ესაუბრა საფეხბურთო კლუბის მწვრთნელს და სხვა წარმომადგენლებს და ამ დრომდე კონტაქტზეა მათთან.
"თარჯიმნის პრობლემა იყო და ამ ეტაპზე ყველაფერი გარკვეული არ გვაქვს, თუმცა კონსული ჩართულია ამ საკითხში. ამ ეტაპზე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ფეხბურთელები პატიმრობაში არ დატოვეს და გაუსვლელობის გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, თუმცა დანარჩენი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. მათ შორის ის, თუ როდემდეა
შეგახსენებთ, რომ თურქეთში, ქურდობის ბრალდებით, საფეხბურთო კლუბ "ცხინვალის" ხუთი ქართველი ფეხბურთელი დააკავეს.
წყარო: ipn.ge
( "ძველ სასამართლოში"სპექტაკლიდან)
ამდენი ვითომ ინფორმაციაა და არაფერს კი არ ამბობენ.
ისე ,თუ მართალია,გუნდი კი არა,ბანდა ყოფილა.