საქართველოს საკონსულო თურქეთში: ფეხბურთელები პატიმრობაში არ დატოვეს და გაუსვლელობის გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, თუმცა...

AutoSharing Option
ფოტო: ipn.ge

თურქეთში დაკავებული ქართველი ფეხბურთელები, სავარაუდოდ, გუშინ სასამართლოს დარბაზიდანვე გაუსვლელობაზე ხელის მოწერის საფუძველზე გაათავისუფლეს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" თურქეთში საქართველოს საკონსულოში განუცხადეს.

მათივე ინფორმაციით, კონსული უკვე ესაუბრა საფეხბურთო კლუბის მწვრთნელს და სხვა წარმომადგენლებს და ამ დრომდე კონტაქტზეა მათთან.

"თარჯიმნის პრობლემა იყო და ამ ეტაპზე ყველაფერი გარკვეული არ გვაქვს, თუმცა კონსული ჩართულია ამ საკითხში. ამ ეტაპზე ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, ფეხბურთელები პატიმრობაში არ დატოვეს და გაუსვლელობის გადაწყვეტილება მიიღო სასამართლომ, თუმცა დანარჩენი დეტალები ამ დროისთვის უცნობია. მათ შორის ის, თუ როდემდეა
ქვეყნიდან გაუსვლელობა, როდის გაიმართება სასამართლო სხდომა და ა.შ. დაზუსტებით ყველაფერს ვარკვევთ და მოგვიანებით საგარეო საქმეთა სამინისტრო გაავრცელებს ინფორმაციას", - განუცხადეს საკონსულოში "ინტერპრესნიუსს".

შეგახსენებთ, რომ თურქეთში, ქურდობის ბრალდებით, საფეხბურთო კლუბ "ცხინვალის" ხუთი ქართველი ფეხბურთელი დააკავეს.

წყარო: ipn.ge

მკითხველის კომენტარები / 5 /
სამუდამო დისკვალიფიკაცია უნდა მისცენ ფეხბურტელებს და გუნდს ცხინვალს ფულადი ჯარიმა აუცილებლად
fexburteli
22 თებერვალი 2019 12:51
0
გასპადინ სუდია,ვსიო გავარიტ,გავარიტ ი ნიჩევო ნე გავარიტ.
( "ძველ სასამართლოში"სპექტაკლიდან)
ამდენი ვითომ ინფორმაციაა და არაფერს კი არ ამბობენ.
ისე ,თუ მართალია,გუნდი კი არა,ბანდა ყოფილა.
სოსო
22 თებერვალი 2019 12:48
0
არც თამაში იცით და არც ქურდობაში ვარგიხართ((((
ვახო
22 თებერვალი 2019 12:10
0
ყოველ დღე ვრწმუნდები, რომ სააკაშვილი ნამდვილი გენიოსია. ამ ქურდბაცაცა ნაციისგან მაქსიმუმი გამოწურა.
!
22 თებერვალი 2019 11:56
4
გატყობ მოგენატრა მიჰა ბიძია.ხალხს შიში კი არ უნდა ჰქონდეს,რომ დანაშაულს თუ ჩაიდენს, ცოცხი რომ არ მოხვდეს ერთ ადგილას,არამედ განათლება უნდა მისცენ იმდენი,რომ არ იქურდონ და იპარონ.მშიშარა ნაციია მშვიდობაში მოგახმაროს.
:-)
23 თებერვალი 2019 08:12
0

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
18
13
3
2
23
42
19
9
5
5
18
32
18
8
4
6
-2
28
18
6
5
7
-1
23
8
კოლხეთი
18
5
2
11
-19
17
9
გურია
19
3
2
14
-27
8
19
2
1
16
-27
7