"ცხინვალის" ფეხბურთელი Sportall.ge-სთან საუბარში თურქეთში დაკავების დეტალებს ჰყვება

AutoSharing Option
თურქეთის სასამართლომ საფეხბურთო კლუბ "ცხინვალის" ხუთივე ფეხბურთელი გაამართლა და ისინი საქართველოში ბრუნდებიან.

თურქეთში უდანაშაულოდ ცნობილი ფეხბურთელი Sportall.ge-სთან მომხდარის შესახებ საუბრობს.
Sportall.ge ამ ხუთიდან ერთ-ერთ მოთამაშეს, დათა სიჭინავას დაუკავშირდა და მომხდარის შესახებ ჰკითხა.

"ცხინვალის" ლიდერის თქმით, გაუგებრობა მოხდა და საბოლოოდ სიმართლე გაირკვა.

"ჟურნალისტებს სხვა საქმე რომ არ აქვთ და ნეგატივს წერენ ჩვენზე, ისე, რომ არც იციან, რა მოხდა და გაგვხადეს კრიმინალები. გაირკვა სიმართლე და მოვდივართ.

ეს დროის ამბავი იყო. უბრალოდ, სანამ არ დამთავრდებოდა საქმე, იქამდე ვერ წამოვიდოდით. ახლა კი გაირკვა და დალაგდა
ყველაფერი.

გაუგებრობა ჩვენი ბრალი არ ყოფილა. ჩეკების გატარების პრობლემა იყო, პროგრამულად ყველა ვერ გატარდა და ნივთი გამოჩნდა, როგორც დაკარგული. ჩვენ გვქონდა ეს ჩეკები, რომლებიც სასამართლოში წარვადგინეთ.

როგორც კი საქართველოში დავბრუნდებით, შევუდგებით სავარჯიშო პროცესს. ამ მხრივ პრობლემა არ იქნება", - განაცხადა დათა სიჭინავამ.

altთურქულმა სასამართლომ "ცხინვალის" ფეხბურთელები უდანაშაულოდ ცნო

მკითხველის კომენტარები / 5 /
მეც ფეხბურთელი ვიყავი ერთ-ერთ ქართულ გუნდში და თურქეთშიც ბევრჯერ ვიყავი შეკრებაზე, სამწუხაროდ ჩემი გუნდელების უმეტესობა იპარავდა სასტუმროს მაღაზიებიდან და გარეთაც... მახსოვს როგორ ამაყობდნენ, როდესაც ვეუბნებოდი რომ არ მოეპარათ აქეთ გამოვყავდი დამნაშავე...
zaali
04:36 15-03-2019
0
ვისაც არ ეზარება ყველა გვატყუებს... ჩეკი არა კვერცხი.. ვინც სიმართლე ვიცით ჩვენც მოვიტყუოთ ტავი? სირცხვილია ამხელა კაცები მოპარვაზე რომ გიჭერენ.. რა მაგალითს აძლევთ ბავშვებს.. ნამუსი საერთოდ არ აქვს ამ ხალსხ რა...
mezobeli
02:31 15-03-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0