"ცხინვალის" ფეხბურთელი Sportall.ge-სთან საუბარში თურქეთში დაკავების დეტალებს ჰყვება

AutoSharing Option
თურქეთის სასამართლომ საფეხბურთო კლუბ "ცხინვალის" ხუთივე ფეხბურთელი გაამართლა და ისინი საქართველოში ბრუნდებიან.

თურქეთში უდანაშაულოდ ცნობილი ფეხბურთელი Sportall.ge-სთან მომხდარის შესახებ საუბრობს.
Sportall.ge ამ ხუთიდან ერთ-ერთ მოთამაშეს, დათა სიჭინავას დაუკავშირდა და მომხდარის შესახებ ჰკითხა.

"ცხინვალის" ლიდერის თქმით, გაუგებრობა მოხდა და საბოლოოდ სიმართლე გაირკვა.

"ჟურნალისტებს სხვა საქმე რომ არ აქვთ და ნეგატივს წერენ ჩვენზე, ისე, რომ არც იციან, რა მოხდა და გაგვხადეს კრიმინალები. გაირკვა სიმართლე და მოვდივართ.

ეს დროის ამბავი იყო. უბრალოდ, სანამ არ დამთავრდებოდა საქმე, იქამდე ვერ წამოვიდოდით. ახლა კი გაირკვა და დალაგდა
ყველაფერი.

გაუგებრობა ჩვენი ბრალი არ ყოფილა. ჩეკების გატარების პრობლემა იყო, პროგრამულად ყველა ვერ გატარდა და ნივთი გამოჩნდა, როგორც დაკარგული. ჩვენ გვქონდა ეს ჩეკები, რომლებიც სასამართლოში წარვადგინეთ.

როგორც კი საქართველოში დავბრუნდებით, შევუდგებით სავარჯიშო პროცესს. ამ მხრივ პრობლემა არ იქნება", - განაცხადა დათა სიჭინავამ.

altთურქულმა სასამართლომ "ცხინვალის" ფეხბურთელები უდანაშაულოდ ცნო

მკითხველის კომენტარები / 5 /
რავა კველგან უნდა ჰეგვარცხვინოტ რას მალავტ პრეზიდენტი ხარ ტუ გუნდის მოდელი
7
სპორტულმა საიტებმა არნახული გადაუმოწმებელი ინფორმაციები ერთმანეთის დასწრების პრინციპზე ავრცელეს ,ეხლა კეთილი ინებონ და მორალურად და ფსიქიკყრად განადგურებულ ფეხბურთელებს დაუდექით გვერდში, რაც შეეხება ფეხბურტელებს გუნდი გვერდში უდგიათ ,განსაკუთრებით მადლობა ქალ შორენას და ბატ ლევანს ბიჭების გვრდით დგომისთვის ეს ადამიანები არ მოცილებიან ბიჭებს ამ დგეების განმავლობაში უფალი გფარავდეთ მადლობა და წარმატებები
samazablo
18:28 14-03-2019
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0