დღეს 16 მარტს ეროვნული ლიგა 2-ის მესამე ტურის 2 მატჩი გაიმართა.
"სამტრედიასა" და "შევარდენს" შორის მატჩი უგოლო ფრედ დასრულდა.
დღის მეორე შეხვედრაში თბილისის "მერანმა" შინ ქობულეთის "შუქურასთან" ანგარიშით 1:2 წააგო. სტუმრები პირველ ტაიმში დაწინაურდნენ, ხოლო მეორე ტაიმში უპირატესობა ორამდე გაზარდეს. 65-ე წუთზე მასპინძლები კაცნაკლულნი დარჩნენ, მაგრამ ერთი ბურთის გაქვითვა მაინც შეძლეს.
ამ მოგების შემდეგ "შუქურა" 7 ქულით მეორე ადგილზე გადავიდა.
სამტრედია. ეროსი მანჯგალაძე
სამტრედია-შევარდენი 0:0
სამტრედია. 4-4-1-1: კონსტანტინე სეფიაშვილი, გიორგი ცერცვაძე, გოგიტა გოგუა, ავთო ენდელაძე, სანდრო ქრისტესიაშვილი, გიორგი ახალაძე, ანატოლი მესიაჩენკო,
დენის დობროვოლსკი, გიორგი ჯგერენაია, შოთა კერძევაძე, მერაბ მეგრელაძე
მთ. მწვრთნელი: კახა კაჭარავა
შევარდენი. 3-5-2: გიორგი ჩოჩიშვილი, ბექა ხარშილაძე, ვაჟა ნემსაძე, ბექა ვარშანიძე, გიორგი ივანიაძე, დავით ოდიკაძე, ვაჟა ლომაშვილი, დენის სკეპსკი, ნიკოლოზ ჯიშკარიანი, ევჰენი ჩუმაკი, ოლეკსი მაიდანევიჩი
მთ. მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე
თბილისის. სპაერის სტადიონი
მერანი (თბ)-შუქურა 1:2
გოლები: 0:1 ომარ ბულუხაძე (34), 0:2 გიორგი კურმაშვილი (55), 1:2 რევაზ გეწაძე (69)
გაძევება: გივი ქარქუზაშვილი (მერანი. 65)
მერანი (თბ). 4-2-3-1: რევაზ თევდორაძე, გიორგი მიქაბერიძე, იაგო დეისაძე, რაფაელ ჩუკვურა, ლევან შარიქაძე, დაჩი ფოფხაძე, გიორგი დათუნაიშვილი, გივი ქარქუზაშვილი, ზურაბ თევზაძე, გოგი ფიფია, რევაზ გეწაძე
მთ. მწვრთნელი: ავთანდილ შენგელია
შუქურა. 4-2-3-1: რომან ტაკიძე, ომარ ბულუხაძე, გიორგი კალანდია, გიორგი ჯანჯღავა, შალვა ექვთიმიშვილი, ერეკლე ლებანიძე, ლაშა ჩიხლაძე, გიორგი ჩელებაძე, მირზა ფარტენაძე, გიორგი კურმაშვილი, ილია ახვლედიანი
მთ. მწვრთნელი: თნგიზ კობიაშვილი