ეროვნული ლიგა 2. IV ტური. "შევარდენმა" პირველი გამარჯვება იზეიმა

AutoSharing Option
ეროვნულ ლიგა 2-ში დღეს, 29 მარტს სამი მატჩი გაიმართა.

თბილისში "შევარდენი" ფოთის "კოლხეთს" დაუპირისპირდა და დიდი ანგარიშით დაამარცხა. დიდწილად, მატჩის ბედი ფოთელთა მეკარის, გიგო აბულაშვილის მე-20 წუთზე გაძევებამ გადაწყვიტა. ამის შემდეგ რიცხობრივ უპირატესობაში მყოფმა "შევარდენმა" მეტოქეს შანსი აღარ დაუტოვა.

"თელავისა" და "სამტრედიას" მატჩი ფრედ დასრულდა. 51-ე წუთზე სტუმრები შოთა კერძევაძემ დააწინაურა, თუმცა უკვე 7 წუთში თელავური კლუბის ფეხბურთელებმა ანგარიშის გათანაბრება შეძლეს - მირიან ჯიქიას პასით ირაკლი რუხაძემ გაიტანა. აღსანიშნავია, რომ 49-ე წუთიდან მასპინძლები რიცხობრივ უმცირესობაში თამაშობდნენ - მთავარმა მსაჯმა გიორგი
ვადაჭკორიამ წითელი ბარათი ილია ბერიაშვილს უჩვენა.

"გაგრა" ცხრილის ბოლო ადგილზე მყოფ ლანჩხუთის "გურიას" ესტუმრა და ორი უპასუხო ბურთი გაუტანა. ანგარიში 32-ე წუთზე გიორგი ხარებაშვილის პასით კობა შალამბერიძემ გახსნა, 65-ე წუთზე კი ანდრო ნემსაძის გადაცემა გოლად ზვიად მეტრეველმა აქცია.

თბილისი. თბილისის ზღვის ბაზა
"შევარდენი" 6:2 "კოლხეთი-1913"
გოლები: 1:0 სკეპსკი (24), 2:0 ჩუმაკი (33), 2:1 გოროზია (48), 3:1 ბატალსკი (56), 4:1 ბატალსკი (64), 5:1 ივანიაძე (73), 5:2 ხორხელი (85), 6:2 მაიდანევიჩი (90).

"შევარდენი" (4-3-3): გიორგი ჩოჩიშვილი, ირაკლი ციკოლია, ბექა ვარშანიძე (81 ლაშა ნანობაშვილი), ოლეკსანდრ ერმაჩენკო, დავით ოდიკაძე (76 თამაზ ბაბუნაძე), ვაჟა ლომაშვილი, დენის სკეპსკი (67 გიორგი ივანიაძე), ნიკოლოზ ჯიშკარიანი, ევჰენი ჩუმაკი, ოლეკსანდრ ბატალსკი, ოლეკსი მაიდანევიჩი.
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ნემსაძე
"კოლხეთი-1913" (4-2-3-1): გიგო აბულაშვილი, თემურ ძაძამია, გიორგი ნაფიშვილი, თენგიზ ჩიკვილაძე, გიორგი გურეშიძე (46 თენგიზ გოროზია), გიორგი ხორხელი, ლუკა თათხაშვილი, ბაჩუკი კოკაია (23 ლუკა ნანავა), თამაზ შალიკაშვილი, ალენ კუაკუ (68 ჭიაბერ ჭეჭელაშვილი), დიმიტრი მარგველაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: პაატა მეტრეველი

თელავი. გივი ჩოხელი
"თელავი" 1:1 "სამტრედია"
გოლები: 0:1 კერძევაძე (51), 1:1 რუხაძე (58).

"თელავი" (4-2-3-1): ლუკა სანიკიძე, ანტონ თოლორდავა, ფირუზ მარაქველიძე, ილია ბერიაშვილი, ნიკოლოზ ნოზაძე, ირაკლი რუხაძე (78 ვასილ გოგოლიძე), ნიკოლოზ ბაშელეიშვილი, მირიან ჯიქია (76 ვაკო ბაჩიაშვილი), დიმიტრი ტატანაშვილი, გიორგი ერისთავი (67 დმიტრო პუდი), რატი კაკიაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: დენის ხომუტოვი
"სამტრედია" (4-4-1-1): კონსტანტინე სეფიაშვილი, გიორგი ცერცვაძე, ვარლამ კილასონია, გოგიტა გოგუა, ზაურ ხაბეიშვილი (73 მერაბ მეგრელაძე), ავთო ენდელაძე, გიორგი ახალაძე, გიორგი ჭეიშვილი, დენის დობროვოლსკი, გიორგი ჯგერენაია, შოთა კერძევაძე (64 სანდრო ქრისტესიაშვილი).
მთავარი მწვრთნელი: კახაბერ კაჭარავა

ლანჩხუთი. ევგრაფი შევარდნაძე
"გურია" 0:2 "გაგრა"
გოლები: 0:1 შალამბერიძე (32), 0:2 მეტრეველი (65).

"გურია" (4-3-3): რობერტ იმერლიშვილი, ბექა ტუღუში(46 ერეკლე მალაზონია), ნიკოლოზ ყურშავიშვილი, თორნიკე კიკნაძე, გიორგი განუგრავა, თორნიკე მოსიაშვილი, ლევან პაპავა, ირაკლი ბაჯელიძე (76 გიორგი ებრალიძე), სანდრო ბახია (46 ვანო წილოსანი), ოთარ ტორაძე, ალექსანდრე შენგელია.
მთავარი მწვრთნელი: თენგიზ პატარაია
"გაგრა" (4-2-3-1): ბექა ქურდაძე, ვასილ ხოსიტაშვილი, ჯაბა კასრელიშვილი, ლევან ბარაბაძე (62 ბექა ნიკოლაშვილი), ზვიად მეტრეველი, კობა შალამბერიძე, გიორგი ცერცვაძე, გიორგი პაპუაშვილი, ანდრო ნემსაძე (75 დავით კიკალიშვილი), გიორგი ქობულაძე, გიორგი ხარებაშვილი (77 ივანე ოქროპირიძე).
მთავარი მწვრთნელი: გაგა კირკიტაძე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
18
13
3
2
23
42
19
9
5
5
18
32
18
8
4
6
-2
28
18
6
5
7
-1
23
8
კოლხეთი
18
5
2
11
-19
17
9
გურია
19
3
2
14
-27
8
19
2
1
16
-27
7