ს.კ. "თელავი": ცილისწამებისთვის საჯაროდ ბოდიშის მოხდას მოვითხოვთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლოს მივმართავთ!

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბმა "თელავმა" განცხადება გაავრცელა და ცილისმწამებლური უწოდა იმ განცხადებებს, რომლებიც ბოლო დღეებში გაისმა და მათი კლუბი გარიგებული მატჩების კონტექსტში მოიხსენიეს.

"22 მაისს, ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში წამყვანებმა და მიწვეულმა სპორტულმა ჟურნალისტმა საფეხბურთო კლუბი "თელავი" ახსენეს ისეთ კონტექსტში, თითქოსდა ჩვენი გუნდი ე. წ.  გარიგებულ მატჩებში იღებდეს მონაწილეობას და ნებსით თუ უნებლიეთ დაკავშირებულია ბოლოხანს ქართულ ფეხბურთში აგორებულ სკანდალთან.

პირდაპირ ვაცხადებთ, ს.კ. "თელავი", გუნდის ხელმძღვანელობა, სამწვრთნელო შტაბი, ფეხბურთელები, პერსონალი და ჩვენი გუნდის გულშემატკივრები აღშფოთებულნი ვართ ზემოხსენებული ჟურნალისტების არაკომპეტენტურობით და არაპროფესიონალიზმით.

საფეხბურთო კლუბი "თელავი"
დაარსების დღიდან მოქმედებს და თამაშობს გამჭვირვალედ, სამართლიანი თამაშის პრინციპებით და როგორც ჩანს, ვიღაცას ან ვიღაცებს ეს არ უხარიათ და ძალიანაც აწყობთ და უნდათ, ჩირქი მოგვცხონ.

სამწუხაროდ, პირველ ასეთ შემთხვევას ადგილი ჰქონდა 2017 წლის 3 დეკემბერს, ლანჩხუთის" გურიასთან" გამართულ საპასუხო საპლეიოფო მატჩთან დაკავშირებით, როდესაც ლანჩხუთელი მსაჯის, ილია ტუღუშის ტრაგიკულად გარდაცვალება ირიბად და პირდაპირ დაგვიკავშირეს და მაშინ რამდენიმე საინფორმაციო გამოშვებამ დაუფარავად განაცხადა, რომ თურმე ილია ტუღუში სწორედ ამ შეხვედრას სჯიდა - არადა, ელემენტარული ცოდნა უნდა იმას, რომ ლანჩხუთელი მსაჯი "გურიას" თამაშზე უბრალოდ, ვერ და არ დაინიშნებოდა.

ს.კ. "თელავი" რატომღაც "ვიტ ჯორჯიასთან" სათასო მატჩის დროსაც ახსენეს და ბოლოს, 20 მაისს, "ცხინვალთან" 0:1 წაგებულ შეხვედრაშიც დაგვდეს ბრალი, თუმცა ფაქტებით ვერ ასაბუთებენ, თუ რატომ იყო "ცხინვალთან" გარიგებული მატჩი, რატომ "წავაგეთ ძალით" შეხვედრა, როდესაც ჩვენს გუნდს ეროვნულ ლიგაში გადასვლა ჰქონდა მიზნად დასახული და ჩვენთვის თითოეულ ქულას ოქროს ფასი ჰქონდა.

ყოველივე ზემოხსენებულიდან გამომდინარე, ს.კ. "თელავი" უფლებას იტოვებს და ვაცხადებთ:

ჩვენი გუნდი დაარსების დღიდან ემსახურება სამართლიანი თამაშის პრინციპებს და მჭიდროდ და ღიად თანამშრომლობს და ითანამშრომლებს, როგორც ფეხბურთის ფედერაციასთან, ისე ნებისმიერ საგამოძიებო სტრუქტურასთან!

ჩვენ არავისთან დასამალი, დასამტკიცებელი არაფერი გვაქვს და პირიქით, მოვითხოვთ საჯაროდ ბოდიშის მოხდას ცილისმწამებლური და არაკომპეტენტური განცხადებების გამო. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენი კლუბის სახელის, იმიჯის შელახვისთვის და მორალური შეურაცხყოფისთვის მივმართავთ სასამართლოს!!!"

ს.კ. "თელავის" პრესსამსახური
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0