ქართული ფეხბურთი

ეროვნული ლიგა 2

ფოთის "კოლხეთის" დირექტორი ნიკო ჯაში გადადგა

AutoSharing Option
საფეხბურთო კლუბის, ფოთის "კოლხეთი 1913"-ის დირექტორმა ნიკო ჯაშმა თანამდებობა დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია "ინტერპრესნიუსს" გუნდის მედიაოფიცერმა გია ეჯიბიამ დაუდასტურა.

მისი თქმით, დროებით ამ პოსტს გუნდის უფროსი მწვრთნელი სოსო ფილია შეითავსებს.

"გუშინ იყო გუნდის ადმინისტრაციის წარმომადგენლების შეხვედრა ფოთის მერთან. საუბრის თემა გუნდის მდგომარეობას და პერსპექტივას შეეხებოდა.

ჩვენთვის გაუგებარი მიზეზით, ნიკო ჯაში შეხვედრას არ დასწრებია. დღეს კი შევიტყვეთ ინფორმაცია მისი თანამდებობიდან წასვლის შესახებ, რაც პირადად ჩემთვის მოულოდნელი აღმოჩნდა", -  განაცხადა კლუბის მედიაოფიცერმა გია ეჯიბიამ.

ნიკო ჯაში "კოლხეთი 1913"-ის დირექტორად მიმდინარე წლის 9 თებერვალს
დაინიშნა. გუნდის მწვრთნელი, ფეხბურთელები და გულშემატკივრები რამდენჯერმე შეიკრიბნენ ცენტრალურ სტადიონზე მისი თანამდებობიდან წასვლის მოთხოვნით.