ფოტო: facebook.com/fczugdidiOfficial
საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდს" სახელი გადაარქვეს და ეროვნულ ლიგა 2-ში მეგრული კლუბი ზუგდიდის "დინამოს" სახელით იასპარეზებს.
ზუგდიდის საფეხბურთო კლუბისთვის ისტორიის განმავლობაში ეს სახელის მე-17-ედ შეცვლაა. აქამდე ზუგდიდის საფეხბურთო კლუბს "დინამო" 5-ჯერ ერქვა სხვადასხვა დროს.
აღსანიშნავია, რომ 21-ე საუკუნეში მე-9-დ შეუცვალეს სახელი ზუგდიდის საფეხბურთო კლუბს. სამეგრელოს ადმინისტრაციული ცენტრის პირველ საფეხბურთო კლუბს "მერცხალი" ერქვა, მერე იყო "ოდიში", "ენგურჰესი", "ენგური" და 1973 წელს ჩამოყალიბდა ზუგდიდის "დინამო".
აღნიშნულმა ცვლილებამ გუნდის გულშემატკივართა გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა გადაწყვეტილება აღარ შეიცვლება.
მომზადებულია facebook.com/fczugdidiOfficial-ის მიხედვით