XXI საუკუნეში ს.კ. "ზუგდიდს" სახელი მე-9-დ შეუცვალეს და ძველი სახელწოდება დაუბრუნეს

AutoSharing Option
ფოტო: facebook.com/fczugdidiOfficial

საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდს" სახელი გადაარქვეს და ეროვნულ ლიგა 2-ში მეგრული კლუბი ზუგდიდის "დინამოს" სახელით იასპარეზებს.

ზუგდიდის საფეხბურთო კლუბისთვის ისტორიის განმავლობაში ეს სახელის მე-17-ედ შეცვლაა. აქამდე ზუგდიდის საფეხბურთო კლუბს "დინამო" 5-ჯერ ერქვა სხვადასხვა დროს.

აღსანიშნავია, რომ 21-ე საუკუნეში მე-9-დ შეუცვალეს სახელი ზუგდიდის საფეხბურთო კლუბს. სამეგრელოს ადმინისტრაციული ცენტრის პირველ საფეხბურთო კლუბს "მერცხალი" ერქვა, მერე იყო "ოდიში", "ენგურჰესი", "ენგური" და 1973 წელს ჩამოყალიბდა ზუგდიდის "დინამო".

აღნიშნულმა ცვლილებამ გუნდის გულშემატკივართა გარკვეული ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა გადაწყვეტილება აღარ შეიცვლება.

მომზადებულია facebook.com/fczugdidiOfficial-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 23 /
მეგრელი არ ვარ მაგრამ სამეგრელოს ისევე როგორც საქართველოს ყველა კუთხეს უმდიდრესი ისტორია აქვს და რაღა მაინცდამაინც ეს საბჭოური დინამო უნდა დაერქმიათ?! გასაგებია რომ თბილისის დინამომ ამ სახელით უდიდეს წარმატებებს მიაღწია და მისთვის სახელი დინამო უკვე ბრენდია, მაგრამ ზუგდიდისთვის და მეტსაც ვიტყვი, ქუთაისისთვის შეიძლებოდა ტორპედოზე და დინამოზე უკეთესი, ნამდვილი ქართული წიაღიდან შერჩეული სახელების დარქმევა.
0
საფეხბურთო კლუბია თუ პეკინის გამზირი?
ცნობისმოყვარე
07:00 24-12-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული
ეროვნული ლიგა 2
#
გუნდი
1
1
0
0
2
3
1
1
0
0
2
3
1
0
1
0
0
1
1
0
1
0
0
1
1
0
0
1
-2
0