ლიგა 2-ის "რუსთავის" მწვრთნელად ვლადიმერ ხაჩიძე დანიშნეს, - ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი თავისი "ფეისბუქის" გვერდით ავრცელებს:
"საფეხბურთო კლუბ "რუსთავს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს.
ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, საფეხბურთო კლუბი "რუსთავი" თემურ მახარაძემ დატოვა. გუნდის მთავარ მწვრთნელად ვლადიმერ ხაჩიძე დაინიშნა.
გამოცდილ სპეციალისტს არაერთ გუნდში უმუშავია - ხაშურის "ივერიაში", გორის "დილაში", "ბორჯომში", "გაგრაში", "ვიტ ჯორჯიაში", ქუთაისის "ტორპედოში".