ეროვნული ლიგა 2. "რუსთავმა" 10:0 მოიგო

AutoSharing Option
ეროვნული ლიგა 2-ის მე-17 ტურში დუშეთის "არაგვმა" "რუსთავს" უმასპინძლა და არასაფეხბურთო ანგარიშით დამარცხდა - 0:10.

საქმე იმაში გახლავთ, რომ დუშელებს ძირითადი შემადგენლობის თითქმის არც ერთი მოთამაშე არ ჰყავდათ და მოედანზე 16-17 წლის ბავშვები გამოიყვანეს, ასევე უფროსი ფეხბურთელებიც, რომლებსაც პროფესინალურ დონეზე არც ისე ბევრი მატჩი აქვთ ჩატარებული.

რუსთაველთა მხრიდან 5 გოლი გიორგი ხარებაშვილმა გაიტანა, პოკერი თომა ტაბატაძემ შეასრულა, ხოლო 1 გოლი გიორგი კიკნაძის ანგარიშზე იყო.

"არაგვი"  8 ქულით ბოლო ადგილზე იმყოფება, "რუსთავი" კი მე-4 ადგილს იკავებს ეროვნულ ლიგაში დაწინაურებისთვის იბრძვის.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ეს გამიზნული თამაში იყო,ამას არავინ არ ჭამს,ეს არის ქართული ფეხბურთი
სოს
14:55 30-11-2020
1
სამუდამო დისკვალიფიკაცია უნდა მისცე დუშეთს რა ფეხბურთი რის ფეხბურთი..აიღონ ოყიანი თოხი და მეხედონ სხვა საქმეს..დუშეთში ფეხბურთი სირცხვილია
ჯიჯი
11:22 30-11-2020
0

სიახლეები პოპულარული