ეროვნული ლიგა 2-ის პლეი-ოფის მატჩი "ფოთსა" და "რუსთავს" შორის სკანდალურად დასრულდა.
პირველი შეხვედრა "რუსთავში" 0:0 დასრულდა და "ფაზისზე" გასამართ დაპირისპირებას უნდა გაერკვია, თუ ვინ დარჩებოდა ლიგა 2-ში.
მატჩი საკმაოდ დაძაბული გამოდგა და ძირითადი დრო 0:0 დასრულდა. დამატებით დროში კი გუნდებმა გოლები გაცვალეს და სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობის შედეგად, ლიგა 2-ში "რუსთავმა" ადგილი შეინარჩუნა.
მატჩის მთავარმა არბიტრმა რამდენიმე ეპიზოდში რუსთაველთა სასარგებლოდ საეჭვო გადაწყვეტილებები მიიღო, რამაც ადგილობრივი გულშემატკივარი ძალიან გააღიზიანა.
არბიტრებს მოედნიდან გასვლა პოლიციის დახმარებით მოუხდათ.
ვიდეო: "მთავარი არხი"