თბილისის "ლოკომოტივმა", რომელიც ეროვნულ ლიგა 2-ში ბოლოსწინა, მეცხრე ადგილზეა, ზამბიური "კაფუე სელტიკსიდან" ექვსი ფეხბურთელი დაიმატა, - ამის შესახებ კლუბი საიტით იტყობინება:
"თბილისის "ლოკომოტივმა" ექვს ფეხბურთელთან კონტრაქტი გააფორმა. ყველა მათგანი ზამბიელია. ისინი გუნდს ზამბიური "კაფუე სელტიკსიდან" შემოუერთდნენ და "ლოკომოტივის" მთავარ გუნდსა და "ლოკომოტივი 2"-ში გადანაწილდებიან.
თბილისური გუნდის ახალწვეულები არიან: ვინსენტ კალინდა (თავდამსხმელი), დარტონ ბვალია (თავდამსხმელი), ბონეფანსეო ფირი (თავდამსხმელი), აგრიპა მვილა (ნახევარმცველი), ფრენკ ჩილეშე (ნახევარმცველი), ფლოიდ ჩილეშე (ნახევარმცველი).
"ლოკომ" ფეხბურთელებთან 3.5-წლიანი ხელშეკრულებები დადო. მოთამაშეები გუნდში 2026 წლამდე ითამაშებენ".