
შეხვედრაში ანგარიში მე-19 წუთზე სიჭინავამ შორი მანძილიდან ულამაზესი საჯარიმო დარტყმით გახსნა.
86-ე წუთზე პაპუაშვილმა წონასწორობა აღადგინა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.
ამრიგად, ჩემპიონატში მოპოვებული 77 ქულით, "კოლხეთი" ეროვნული ლიგა 2-ის გამარჯვებული გახდა. მეორე ადგილი კი 76 ქულით "გარეჯმა" დაიკავა.
ცნობისთვის, ფოთის "კოლხეთი" ეროვნულ ლიგაში 6-წლიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა.