დილა-დინამო (ბთ) 1:2 - რთული მისია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ბათუმელებს ბოლო წლებში ასეთი ტრადიცია აქვთ - ჩამოდიან გორში ჩემპიონატის მატჩის სათამაშოდ და უკან მინიმუმ ერთი ქულის გარეშე არ მიდიან. "დილასთვის" შინ ბათუმის "დინამოს" დამარცხება უკვე უკიდურესად რთულ მისიად იქცა.

მიმდინარე სეზონშიც ამ ქალაქში პირველი სტუმრობა ბათუმელებმა 3 ქულის მოპოვებით აღნიშნეს. მართალია, მერე საპასუხოდ "დილამ" ბათუმში მეტად ხმაურიანი "ქამბექით" 3:2 იმარჯვა, მაგრამ "დინამოს" გორში მორიგი ჩამოსვლა კვლავ აჭარლებისთვის აღმოჩნდა წარმატების მომტანი...

თუმცა ისიც ვთქვათ, რომ
ამჟამინდელი მარცხი გორელებისთვის იმაზე მეტად მტკივნეული აღმოჩნდა, ვიდრე - უწინდელი. ერთი, რომ სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, ამ შეხვედრაში ქულების მოპოვება ორივე გუნდისთვის მნიშვნელოვანი გახლდათ და ამასთან,  ზოგადად, ამ სეზონში "დილას" წარუმატებელი თამაში უკვე ძალიან მტკივნეულია გუნდის ქომაგებისთვის.

ამიტომ იყო, რომ თამაშის შემდეგ გულშემატკივარმა ტრიბუნების დატოვება არ იჩქარა. ისინი კლუბის მესვეურთა მისამართით ხმამაღალ მკვახე შეძახილებს არ იშურებდნენ...

არადა, თამაში მასპინძლებისთვის სახარბიელოდ დაიწყო. უკვე მე-7 წუთზე სტუმართა კარის მიმართულებით დანიშნული საკმაოდ სახიფათო საჯარიმო დარტყმა პედრინიომ გოლად აქცია. ამ ეპიზოდში შოვნაძე პოზიციის შერჩევისას კი შეცდა, მაგრამ "დილას" ლეგიონერის გარჯასაც არ უნდა დავუკარგოთ ფასი - 1:0.

საერთოდ, პედრინიო მის თანამემამულე შემტევებთან ერთად შესვენებამდე საკმაოდ მჭიდროდ ეთამაშებოდა ბათუმელ მცველებს იერიშების წამოწყებისას. ასეთ დროს გორელმა ლეგიონერებმა რამდენჯერმე შეძლეს სტუმრებისთვის ბურთის ართმევა და სახიფათო კონტრიერიშების განვითარება, მაგრამ შოვნაძის კარში არათუ გოლი აღარ გასულა, კარის მიმართულებით ბურთი ზუსტად არც გაუგზავნიათ.

პირველი ტაიმის განმავლობაში სტუმრები მწვავედ ვერ უტევდნენ, მასპინძლების დაცვის ხაზის გარღვევა უჭირდათ. სამაგიეროდ, არაერთხელ სცადეს საშუალო დისტანციიდან დარტყმა და, მიუხედავად იმისა, რომ ასეთ მცდელობებს შედეგი არ მოჰყვებოდა, მაინც არ დანებდნენ და კიდეც გაუმართლათ. ტაიმის მიწურულს სწორედ საშუალო დისტანციიდან დარტყმით მოახერხეს კონსტანტინ ფროლოვის შეგირდებმა მასპინძლების დამწუხრება.

მეორე ტაიმის დასაწყისიდან "დინამო" უფრო თამამად მიეძალა მეტოქის ნახევარს. ერთხანს, ერთობ აქტიურობდა ჩოგაძე მარჯვენა ფლანგიდან. მალე "დილამ" ბურთზე კონტროლი გაზარდა, მოედანზე მეტოქის ნახევარს გაუშინაურდა და ფლავიო ნუბიოს ორჯერ შეექმნა ხელსაყრელი ეპიზოდი, თუმცა ამაოდ. ოღონდ ამ ფეხბურთელმა შეხვედრის უკანასკნელ წუთზე რომ მომენტი გაფლანგა, ადრინდელები მასთან მოსატანი არ არის.

აღსანიშნავი იყო, რომ ფეხბურთელები არ ერიდებოდნენ ხისტ თამაშს. განსაკუთრებით უხეშად მეორე ტაიმში მოქმედებდნენ. ამიტომ იყო, რომ მსაჯმა მეორე ტაიმში 8 ყვითელი ბარათი გამოიყენა.

მეორე ტაიმი პირველზე სუსტად ჩაატარა "დილამ". სტუმრები გაცილებით კონცენტრირებულად მოქმედებდნენ, აქტიურად ეძებდნენ სივრცეებს გორელთა დაცვის ხაზში... მეორე გაშვებული გოლის ეპიზოდშიც სწორედ დაცვის ხაზში დაშვებულმა შეცდომამ მისცა ბათუმელებს ანგარიშში დაწინაურების საშუალება და ელგუჯა გრიგალაშვილმაც შანსი ხელიდან არ გაუშვა.

გიორგი დარასელიამ ბოლოსკენ გამოცდილი მეგოლის, ირაკლი მოდებაძის მოედანზე შეშვებით სცადა მატჩის ბედის შემობრუნება, ოღონდ ტრავმამოშუშებულ ფორვარდს რა უნდა ექნა, როცა გუნდი შეტევაში უხეიროდ გადადიოდა და თავადაც ორი ცენტრალური მცველი მეურვეობდა.

მატჩის მიწურულს, გორელებმა, მცდელობის მიუხედავად, შტურმიც ვერ მოაწყვეს, რაც, მათ არასახარბიელო გარჯაზე მეტად, ბათუმელთა ორგანიზებული მოქმედების შედეგი უფრო იყო. ამის მიუხედავად, ბოლო წამზე ფლავიოს რომ ზუსტად დაერტყა, "დილა" ქულას მაინც გამორჩებოდა, მაგრამ...

ეროვნული ლიგა. XX ტური
30.07. გორი. "თენგიზ ბურჯანაძე"
დილა-დინამო (ბთ) 1:2
გოლები: 1:0 პედრინიო (7), 1:1 შონია (40), 1:2 ე. გრიგალაშვილი (71)
დილა (4-4-2): მუჯრიშვილი - მაჩაიძე, პაპავა, ქარქუზაშვილი (46. კვახაძე), გაგოშიძე - კირკიტაძე (16. აშორტია), რაზმაძე, ძარია, პედრინიო (75. მოდებაძე) - ტარავალიე, ნუბიო.
სათადარიგოები: ბეგაშვილი, სოფრომაძე, კუსიანი, კერელიშვილი
მწვრთნელი: გიორგი დარასელია
დინამო (4-1-4-1): შოვნაძე - ტვილდიანი, ფარტენაძე, კვირკველია, სუხიაშვილი - შონია - ჩოგაძე (82. კვანტალიანი), თევდორაძე (73. ვარშანიძე), ე. გრიგალაშვილი, მარცვალაძე - კვასოვი.
სათადარიგოები: ტაკიძე, კეკუა, ქორიძე
მწვრთნელი: კონსტანტინ ფროლოვი
გაფრთხილება: პედრინიო (45+2), მაჩაიძე (54), შონია (56), კვახაძე (61), ძარია (63), სუხიაშვილი (66), მარცვალაძე (69), პაპავა (70), კვასოვი (90+4)
არბიტრი: ბ. ნინუა

მატჩის სტენოგრამა
7' - 1:0! დავით კირკიტაძის წაქცევის გამო ბათუმელთა კარის მიმართულებით, საჯარიმოს ხაზთან დაინიშნა ჯარიმა. ბრაზილიელმა პედრინიომ შესანიშნავად დაარტყა და ლევან შოვნაძეს მარცხენა კუთხეში გაუტანა.
16' - გიორგი დარასელიას იძულებითი შეცვლის განხორციელება მოუწია. კირკიტაძემ ტრავმის გამო დატოვა მოედანი...
30' - სალიუ ტარავალიემ ართმევაზე კარგად ითამაშა, ფლანგისკენ წაიღო ბურთი და მიუხედავად იმისა, რომ ხელს უშლიდნენ, მეკარის საჯარიმოში აშორტიას მისამართით ჩააწოდა, თუმცა ამ უკანასკნელმა ახლოდან ააცილა მიზანს.
39' - ოთარ მარცვალაძემ დაახლოებთ 15 მეტრიდან დარტყმით სცადა ხეირის ნახვა, მაგრამ მიხეილ მუჯრიშვილს ბურთის აღება არ გასჭირვებია.
40' - 1:1! თეიმურაზ შონიამ საჯარიმოს მისადგომებიდან გაგზავნა ბურთი გორელთა კარისკენ, რომელიც მცველს მოხვდა და რიკოშეტით კარის უკიდურეს კუთხეში წავიდა - მუჯრიშვილი უძლური იყო.
48' - ჩოგაძის დარტყმა სახიფათო, მაგრამ უშედეგო გამოდგა.
57' - ნუბიო ფლავიომ ინდივიდუალური მოქმედებით "დინამოს" საჯარიმოში ორი სტუმარი მცველი გააცურა და კარისკენ დაუმიზნა, თუმცა ბურთს კიდევ ერთი მცველი გადაეფარა და კუთხურზე გადააგდო.
61' - ისევ ნუბიო ფლავიომ 11-მეტრიანის ნიშნულთან მიიღო თანაგუნდელის პასი, თუმცა მცველებმა არ მისცეს კარის აღების საშუალება.
71' - 1:2! გორელმა მცველებმა ხიფათი ვერ განმუხტეს და ელგუჯა გრიგალაშვილმა ახლო მანძილიდან მიწაზე დაუშვებლად გამარჯვებისა შეაგდო - 1:2.
90+4' - გორელებმა უკანასკნელი შეტევა საჯარიმოში ჩაწოდებით დაასრულეს, სადაც ნუბიო ფლავიოს ახლო მანძილიდან მეტი სიზუსტის გამოჩენა მართებდა.

მომდევნო ტური
4 აგვისტო, პარასკევი
დინამო (თბ)-დილა 21:00

5 აგვისტო, შაბათი
დინამო (ბთ)-სამტრედია 19:00
ტორპედო-კოლხეთი 21:00

6 აგვისტო, კვირა
ჩიხურა-შუქურა 18:00
საბურთალო-ლოკომოტივი 20:30

ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 15
ბ. არაბული (დინამო თბ) 11
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 11
მ. კოვტალიუკი (კოლ/დინ თბ) 10.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 12 /
სირცხვილაი დაშალე გუნი ეს უჯიგრო არაკაცების ხროვა
GORIS DILA
05 აგვისტო 2017 03:20
0
ალექსანდრე უბირია-ს. ნუ დაგავიწყდება რომ "პატარა გორი დიდია და ბათუმი (აჭარაც) ყ-ე ჰკიდია". ასე რომ დაველოდოთ შემოდგომას.
Soso Jugashvili (STALIN)
02 აგვისტო 2017 09:47
0
სოსო სტალინ და გორი2 ძმებო მე განა დილას მტერი ვარ, უბრალოდ ცივიგონებით და რეალური თვალით უყურებ და დილას ეს შემადგენლობა თავის მწვრთნელიანად დასაშლელია!!! არ ეკადრება გორს ასეთი უსისხლო და უჯიგრო გუნდი. დილა ყოველთვის სახლის გუნდი იყო და უბრძოლველად აქედან ქულაც ვერავის მიქონდა.. ახლა კი საცოდაობაა ამ გუნდის ყურება უსუსურები!
ალექსანდრე უბირია
03 აგვისტო 2017 14:38
0
ალექსანდრე უბირიას. -დაბალ ლიგაში დაქვეითების უპირველესი კანდიდატი დღეს ქობულეთია! ყველაფერი შიმოდგომაზე გადაწყდება.თქვენ იდარდეთ, თორემ "დილა"თავს როგორმე მიხედავს.
gori 2
02 აგვისტო 2017 00:08
0
დილა გორი ამ სეზონში დაქვეითდება დაბალ ლიგაში. შუქურა უკეთესი გუნდია უფრო მებრძოლი და სხვა გუნდები ათი თავით მაღლა დგანან დილაზე.
ალექსანდრე უბირია
01 აგვისტო 2017 12:20
0
გორის გუნდი სპონსორიანს კი არა უპატრონოს უფრო დაემგვანა. დიდი ეჭვი მაქვს, რომ ებრაელები რაღაცას ყომარობენ.....
gori 2
31 ივლისი 2017 20:47
0
ისეთი შეგრძნება მაქვს ამ ებრაელ ინვესტორებს იზრაელში უფრო ამბიციური და რეალური პროექტი აქვთ და საქართველოს იმ პროექტის დამხმარედ იყენებენ ანუ გორის დილა უბრალო მცირე ფილიალია იზრაელის ცენტრალური ოფისის სხვა არაფერი.
giosvani
31 ივლისი 2017 17:32
0
გახსოვტ ბატუმსჰი რაც მოხდა გორს რო ეტამასჰებიდა ტაიმბოლი.. გყსჰინ ყველა წერდა გორს ბატუმის ვალიაქვსო და აბატონო ახდა..
kai gacvlili tamashi iyoo...
31 ივლისი 2017 14:55
0
ბათუმი ოთხეულში ადგილი გვინდა უეჭველი 9 ქულა უნდა ამოქაჩოთ, სამტრედიასთან რევანში გვაქვს ასაღებიიიი 2:0 ტაბლოზე უნდა დაიწეროს. 5 აგვისტოს ყველა სტადიონზე უნდა მივიდეთ ბათუმელებოოო.
roma
31 ივლისი 2017 13:12
0
დროა გამოვიდნენ გუნდის სპონსორები და აუხსნან ხალხს რა ხდება გუნდჰი.ტუ არადა წავიდნენ.როგორც მოსვლიტ გაგვახარეს.ისე წასვლიტ.მანამ გუნდი არ გავარდნილა.ეგ არის მაგატი საოცნებო გუნდი.
jjj
31 ივლისი 2017 13:03
0
სანამ დროა, ცვლილებებია საჭირო, ხვალ უკვე გვიან იქნება, ახალი ფეხბურთს მოწყურებული ახალგაზრდებია საჭირო.
gizog
31 ივლისი 2017 12:03
0

სიახლეები პოპულარული