გია ცეცაძის გუნდი, 21-ე ტურში, იმ ბათუმის "დინამოს" ეწვია, რომელთანაც ბოლო 2 შეხვედრა მშრალად ჰქონდა მოგებული. ბათუმელებს, თავის მხრივ, მე-3 წრის ორ თამაშში 6 ქულა ჰქონდათ აღებული.
"სამტრედიამ" ეროვნულ ლიგაში ზედიზედ მე-5, ბათუმის "დინამოსთან" კი ზედიზედ მესამე თამაში ნიკოლოზ საბანაძის ერთადერთი გოლით მოიგო. სტუმართა მე-10 ნომერმა, 69-ე წუთზე, კუთხურიდან მოწოდებულ ბურთს თავი შედეგიანად დაუხვედრა.
"სამტრედია", 21 ტურში მოპოვებული 42-ე ქულით, მე-3 ადგილზეა, ხოლო "დინამო", 23 ქულით, მე-7 პოზიციას იკავებს.
დასუსტებულმა ბათუმმა ღირსეული წინააღმდეგობა გაუწია ჩემპიონს.
იმედია რომ 12 აგვისტოს სამტრედია კიდევ ერთხელ იზეიმებს თბილისის დინამოზე გამარჯვებას და ეს ლამაზი მოვლენა იქნება 2 დინამოს ერთიმეორეს მიყოლებით დამარცხება.