ეროვნული ლიგა. XXI ტური: "საბურთალომ" "ლოკომოტივი" დაამცირა

AutoSharing Option
6 აგვისტოს, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის XXI ტურის ბოლო მატჩი გაიმართა. დედაქალაქურ დერბიში "საბურთალომ" "ლოკომოტივს" უმასპინძლა და მეტოქე არასაფეხბურთო ანგარიშით - 6:0 დაამარცხა.

დავით პეტრიაშვილის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ჰეთ თრიქი დავით ვოლკოვმა (მე-9, მე-15 და მე-29-ე წუთებზე) შეასრულა, დუბლი - ლაშა შინდაგორიძემ (39-ე და 54-ე წუთებზე), ერთი გოლი კი გიორგი ხარაიშვილმა იკმარა (20).

ამ გამარჯებით გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდმა 29 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა, 30 ქულით მეოთხეზეა "ლოკომოტივი". XXI ტურის შემდეგ ცხრილის სათავეში თბილისის "დინამოა" 49
ქულით. მეორეზე "ტორპედოა" 44 ქულით, მესამეზე "სამტრედია" (42).
მკითხველის კომენტარები / 7 /
საკმარისი არ იყო იმის დაწერა, რომ საბურთალომ არასაფეხბურთო ანგარიშით დაამარცხა ლოკომოტივი??????????
ნუგზარი
06 აგვისტო 2017 23:03
0
წინასწარ მეცოდება გორის დილა. ხუთშაბათს 10 აგვისტოს საბურთალოს მასპინძლობს.გუნების სათამაშო ფორმების გათვალისწინებით კიდევ ერთ დიდ ანგარიშს უნდა ველოდოთ საბურთალოს სასარგებლოდ რათქმაუნდა.
ვაი ვაი ვაი!
07 აგვისტო 2017 16:49
0
მომეწონა "საბურთალო",მაგრამ ვოლკოვის პირველმა გოლმა ევროპელი ფეხბურთელები გამახსენა თავს,რომ არ იზოგავენ და ყველანაირ მომენტში ყველანაირად იბრძვიან! მაგარი გოლი იყო და ასეთი თავგანწირული თამაშით,ბევრს მოიგებს თვითონ ვოლკოვი!
ავოიეეე
07 აგვისტო 2017 12:01
0
ადმინ, შენ კრიტიკა არ მოგწონს? სუსტი ყოფილხარ,კომენტარსაც ბლოკავ
vax-vax
07 აგვისტო 2017 11:40
0
187 კაცი ესწრებოდა მატჩს საბურთალო-ლოკომოტივი. 3000 ადგილიანი სტადიონის 5% იყო მხოლოდ შევსებული. თუმცა ეს მეტი დასწრებაა ვიდრე დინამოს საშინაო მატჩებზე :)
რჩევა მინდა მივცე ლოკოს და საბურთალოს მფლობელებს. რაიონებში გადადით და იქ მეტი გეყოლებათ მაყურებელი. საბურთალო ხაშურში,ლოკო ახალციხეში. და ასეც დაარქვით "ხაშურის საბურთალო" და "ახალციხის ლოკომოტივი".

ისე კი საინტერესოა როდის მოვა ის დღე (რომელ წელს ან საუკუნეში) რომ თუნდაც პეტრიაშვილის 3000 იანი სტადიონი შეივსოს ეროვნული ჩემპიონატის მატჩზე?
ბიძიაბაბუა
07 აგვისტო 2017 11:14
0
es lokomotivi mosakvetia pro1 ligidan, ukve meramdened tamashobs totalizatoristvis, samarzxvinoebo, arz gekolebat gulshematkivrebi, sul zariel stadionze mogitevt matchebis chatareba)))
viktor
07 აგვისტო 2017 00:20
0
ლაშა გილოცავ დუბლს მაგარი ხარ!
სანდრო
06 აგვისტო 2017 22:55
0

სიახლეები პოპულარული