"სამტრედიის" პრესსამსახურმა მორიგი სიახლე გაასაჯაროვა - იმერულ ქალაქს ანრი ნდონგი ეწვევა. 24 წლის მცველს შეუძლია როგორც ცენტრში, ასევე მარჯვენა და მარცხენა ფლანგებზე თამაში.
ნდონგი 2012 წელს ლონდონის ოლიმპიადაზე გაბონის ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში წაიყვანეს. იქ მან 2 შეხვედრა ჩაატარა. მან
აფრიკელი სამტრედიაში ლიტვური "სუდუვადან" გადავიდა, რომლის ფორმითაც 2017 წლიდან თამაშობს და 12 შეხვედრაში 3 გოლიც გაიტანა. 2012-13 წლებში ნდონგი ფრანგული ლიგა 2-ის "ოსერის" დუბლშემადგენლობაში გამოდიოდა, შემდეგ კი (2016 წლამდე) მთავარ გუნდში მოხვდა და მისი ფორმით 32 მატჩშიც მიიღო მონაწილეობა.
ნდონგი მალე აქტიურად ჩაებმება "სამტრედიის" საწვრთნელ პროცესში, თამაშს კი ტრანსფერის დადასტურების შემდეგ შეძლებს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"