"სამტრედია" 24 წლის გაბონელი მცველით ძლიერდება

AutoSharing Option
ბოლო ერთ თვეში საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა "სამტრედიამ" რამდენიმე ახალი ფეხბურთელი მიიწვია, რამდენიმესაც გუნდთან დამშვიდობება მოუწია. მაგალითად, გუნდს დაემატნენ ლეგიონერები - გვინეა ბისაუს ნაკრების მცველი ბაკარ ბალდე და კოტდივუარელი თავდამსხმელი ინტერს გი.

"სამტრედიის" პრესსამსახურმა მორიგი სიახლე გაასაჯაროვა - იმერულ ქალაქს ანრი ნდონგი ეწვევა. 24 წლის მცველს შეუძლია როგორც ცენტრში, ასევე მარჯვენა და მარცხენა ფლანგებზე თამაში.

ნდონგი 2012 წელს ლონდონის ოლიმპიადაზე გაბონის ოლიმპიური ნაკრების შემადგენლობაში წაიყვანეს. იქ მან 2 შეხვედრა ჩაატარა. მან
ამდე, 2011 წლიდან, ეროვნულ ნაკრებში დააწინაურეს და მისი მოქმედი წევრიც გახლავთ. ამ გუნდის მაისურით მან 15 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

აფრიკელი სამტრედიაში ლიტვური "სუდუვადან" გადავიდა, რომლის ფორმითაც 2017 წლიდან თამაშობს და 12 შეხვედრაში 3 გოლიც გაიტანა. 2012-13 წლებში ნდონგი ფრანგული ლიგა 2-ის "ოსერის" დუბლშემადგენლობაში გამოდიოდა, შემდეგ კი (2016 წლამდე) მთავარ გუნდში მოხვდა და მისი ფორმით 32 მატჩშიც მიიღო მონაწილეობა.

ნდონგი მალე აქტიურად ჩაებმება "სამტრედიის" საწვრთნელ პროცესში, თამაშს კი ტრანსფერის დადასტურების შემდეგ შეძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
tu romelimem fexburtis tanashi icodes, unamuso viyo, chven seleqcionerebs venacvale.:):):)
dato
13:11 11-08-2017
1
xalxi ra donezea gaborotebuliii prostoo.. mesi ro chamoiyvanon samtrediashi darwmunebuli var landzgvas dauwyeben mainc... utavmoyvare xalxi xart da sxva araperii... ram gagaborotad ase.. ver itant samtrediis winsvlas sxva araperi
dato
15:31 11-08-2017
3

სიახლეები პოპულარული