დაუსრულებელი მატჩი და ქაჯობა - ტრაგედიას გადავურჩით, მაგრამ... [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სამწუხარო ფაქტი მოხდა პარასკევს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სათადარიგო მოედანზე: XXII ტურის ერთ-ერთ გამორჩეულ დაპირისპირებად მიჩნეული "ლოკომოტივი"-"ტორპედოს" მატჩი ჩაიშალა! უფრო ზუსტად, არ დასრულებულა - შეხვედრის ძირითადი დროის დამთავრებამდე 5 წუთი რჩებოდა, არბიტრმა თამაშის შეწყვეტის გადაწყვეტილება რომ მიიღო...

ამის მიზეზი მოედანზე აფეთქებული მორიგი პეტარდა იყო (იმ ადგილიდან ისროლეს, სადაც სტუმართა გუნდის ფანები ისხდნენ). რა თქმა უნდა, იყო იმის შანსიც, თამაში რომ დასრულებულიყო: პეტარდები ხომ პირველ ტაიმშიც ისროლეს (იმავე სექტორიდან) და მატჩი დაახლოებით 11 წუთით იყო გაჩერებული.

თუმცა იმ ბოლო პაუზის მერე
მოხდა, რაც მოხდა: ამჯერად უკვე ტრიბუნებზე დაიწყო არეულობა და პლასტმასის სკამების სროლა მოედნისა თუ ერთმანეთის მიმართულებით! საბედნიეროდ, ეს ინციდენტი, როგორც იქნა, განიმუხტა და ამაში დიდი როლი, სტადიონის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, ორივე კლუბის ხელმძღვანელებმა შეასრულეს.

მაგრამ, უნდა ვაღიაროთ, რომ ძალიან დიდი შანსი იყო, ტრიბუნებზე ტრაგედიაც დატრიალებულიყო. კარგად გვესმის, რომ სადაც ფეხბურთია, იქ ემოციაც უნდა იყოს, მაგრამ სტუმართა ფანების რამდენიმე წარმომადგენელი მთელი მატჩის განმავლობაში მართლაც რომ ზღვარგადასულ აგრესიას ავლენდა. თანაც, ეს აგრესია არბიტრებისა და მასპინძელი ფეხბურთელების, ბოლოსკენ კი უკვე ადგილობრივი გულშემატკივრებისკენაც იყო მიმართული.

ჰოდა, ვეღარ მოითმინეს "ლოკომოტივის" ქომაგებმა სტუმარი ფანების ერთი ნაწილის ზღვარგადასული ქმედება და გინებას გინებითვე უპასუხეს. სწორედ მაშინ დაიწყო არეულობა ტრიბუნებზე. კიდევ ვიმეორებთ - ძალიან დიდ უბედურებას გადავურჩით და იმედია, რომ ამ ინციდენტს სათანადო შეფასებაც მიეცემა შესაბამისი სტრუქტურების მხრიდან.

მტყუან-მართალს ხვალ გაარკვევენ, როცა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო და საფეხბურთო დავების განმხილველი კომიტეტის სხდომა გაიმართება. ეჭვიც არ გვეპარება, რომ განაჩენი სამართლიანი იქნება: არც სტუმარ ქომაგთა გარკვეული ნაწილის ზღვარგადასული ქმედება დარჩეს დაუსჯელი და არც იმ ფაქტის უარყოფა შეიძლება, რომ იმ მატჩზე უსაფრთხოების წესები დაცული არ იყო!

უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა კი, რა თქმა უნდა, მასპინძელს ეკისრება, რასაც, სამწუხაროდ, თავი სათანადოდ ვერ გაართვა. ჯერ ერთი, სტუმართა ფანებისთვის გამოყოფილი სექტორი იზოლირებული არ იყო და სტადიონზე მყოფ ათამდე სტიუარდს მათთან გამკლავება რომ გაუჭირდებოდა, მატჩის დასაწყისშივე (ანუ, მაშინ, როცა პირველად შეჩერდა თამაში) ცხადი გახდა.

მაგრამ, თუ პირველ შემთხვევაში ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა, მეორე შემთხვევაში უკვე აშკარა იყო, რომ იმ ათეულობით სტიუარდს ნამდვილად გაუჭირდებოდა ტრიბუნებზე ქომაგთა შორის დაწყებული არეულობის აღკვეთა. თუმცა მასპინძელთა წარმომადგენლებმა მატჩის მერე გვითხრეს, რომ პირველ ტაიმში პეტარდების სროლის შემდეგ მაშინვე პატრული გამოიძახეს.

გაირკვა, რომ საპატრულო ეკიპაჟი მართლაც მოსულა, ოღონდ, მალევე წასულა, რადგან იმ დროისთვის ტრიბუნებზე უკვე სიმშვიდე იყო. სხვათა შორის, სამართალდამცავები ჩაშლილი მატჩის მერეც მოვიდნენ და გარკვეული დროის განმავლობაში არ დაუტოვებიათ სტადიონის ტერიტორია.

...ხშირად ყოფილა, როცა ამა თუ იმ გუნდის ფანების უკმაყოფილება არბიტრთა ქმედებით ყოფილა გამოწვეული. ვინმემ, შესაძლოა, ამით მოუძებნოს "გამართლება" სტუმარი გუნდის ქომაგთა გარკვეული ნაწილის (ყველას ნამდვილად ვერ დავადანაშაულებთ) საქციელს.
ამ მატჩში ხომ მართლაც იყო ორი ისეთი ეპიზოდი, რამაც, ბევრის აზრით, მატჩის შედეგზე (შეხვედრა შეწყდა 85-ე წუთზე, როცა "ლოკომოტივი" 2:0-ს იგებდა). პირველი საკამათო ეპიზოდი მაშინ იყო, როცა ახალგაზრდა არბიტრმა გიორგი ყრუაშვილმა სტუმართა საჯარიმოში წესების დარღვევად შეაფასა გურამ ადამაძისა ("ტორპედო") და ირაკლი სიხარულიძის ("ლოკომოტივი") საჰაერო ორთაბრძოლა და "ტორპედოს" კარში პენალტი დანიშნა...

პენალტი ზუსტად შეასრულა ირაკლი სიხარულიძემ და თავისი გუნდი დააწინაურა. მეორე და, ალბათ, უფრო საკამათო ეპიზოდი კი საპირისპირო მხარეს მოხდა - პირველი ტაიმის მიწურულს მასპინძელთა მეკარე რევაზ თევდორაძისა და "ტორპედოს" ცენტრფორვარდ თორნიკე კაპანაძის ორთაბრძოლა სტუმართა თავდამსხმელის წაქცევით დასრულდა. ბევრი ელოდა მასპინძელთა კარში პენალტის დანიშვნას, ამ დროს კი... კაპანაძეს ყვითელი ბარათი უჩვენეს სიმულაციის გამო.

ვიმეორებთ: ძალიან საკამათო ეპიზოდი იყო!..

მოკლედ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის საშეჯიბრო განყოფილების მიერ, ეროვნული ლიგის დებულების შესაბამისად, მიღებულია გადაწყვეტილება, რომ ჩაშლილი მატჩი დღეს, 14 აგვისტოს დასრულდეს. მატჩის დარჩენილ დროს გუნდები დღეს, იმავე სტადიონზე ითამაშებენ (დასაწყისი 18:30) და "ლოკომოტივი"-"ტორპედოს" შეხვედრის საბოლოო შედეგიც დაფიქსირდება...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 18 /
კარგი იქნება თუ ტორპედოს თამაშებზე სტადიონზე დაარიგებენ ქაღალდებს სადაც კულტურული მოქცევის წესი იქნება ახსნილი, ის რაც ოჯახში არ ასწავლეს ამ ქაღალდზე უნდა ეწეროს.
დათო
16 აგვისტო 2017 17:44
0
ეს იცით რისი ბრალია? ეს იმის ბრალია რომ ის ადამიანები ვინც ამ ინციდენტში მონაწილეობდნენ ოჯახებში არ არიან აღზრდილი... ნამდვილად გულშემატკივარი და კარგად გაზრდილი კაცი ასეთებს არ გააკეთებს. ამ ადამიანების შემთხვევაში აღზრდაშია პრობლემა
გია
14 აგვისტო 2017 22:56
0
არანაირი გინება და შეურაცყოფა არ ყოფილა ქუთაისის და "ტორპედოს" მიმართ. პირიქით, ამ 7-10 კაციანმა ვაი-გულშემატკივართა ჯგუფმა თავიდანვე დაიწყეს ყველას და ყველაფრის გინება და ხმაურიანი ასაფეთქებელი ნივთების სროლა. მე მათ "ტორპედოს" გულშემატკივრებს ვერ ვუწოდებ... ესენი თუ არ "დააშოშმინეს", ბევრ თამაშს წააგებინებებ "ტორპედოს"...
tngh
14 აგვისტო 2017 19:30
0
ოეე აიშვით ბიჯო ეს რა კომენტარებია რა მხეცები ნადირები და ვაი გულშემატკივრები ამ ფანებს ტორპედო და თავისი ქალაქი უზომოდ რომ უყვართ იმიტომ მიიღეს ის აბაროტი ვითომ ლოკოს ფანებმა არა უფრო ერთმა ვიღაც ვითომ გულშემატკივარმა მთელი თამაშის განმავლობაში რო აგინებდა ტორპედოს და ქუთაისელებს რა ეგონა ადეკვატური რეაქციას ვარ მიიღებდა? ცოტანი იყვნენო და ესენი რას დაგვაკლებენო მარა სწორედ ქუთაისელები იმით განსხვავდებიან თქვენაირი კლავიატურის ლომებიდან 3 კაციც რომ იყოს სადაც პასუხი გასაცემია ყველას თავისას მიუზღვავენ მაინც ეს ასე არის და იქნება სულ ყოველთვის თქვენ ქუთაისს მთელი არსებით ვერ იტანთ და ეს ბევრ ვითომ ობიექტურ კალმოსან თუ კომენტატორ ჟურნალისტებსაც ეხებათ და ამიტომ უფრო მეტად ჩვენ ვერ გიტანთ თქვენ უსამართლო მიდგომას იმენნა ტორპედოს მიმართ ოდიდგანვე ასე იიყავით და გამოდიხართ აქ და რა სიტყვებით იხსენიებთ იმ თავისი ქალაქის პატრიოტ ბიჭებს თქვენ დარწმუნებული ვარ მათი მეათედი გამბედაობა არ გაგაჩნიათ ისინი იმ უსამართლობის გამო აკეთებენ და თავისი ქალაქის დაკნინებისათვის მიდიან ასეთ ქმედებებზე მედალს ყოველთვის ორი მხარე აქ მაგრამ თქვენ სულ მედლის ერთი მხარეზე ხართ და ეს მხარე არასამართლიანია დანაშაული ყველამ თავის თავში ეძებოს
Gloriuss
14 აგვისტო 2017 17:58
15
დინამოს ფანი ვარ ძმა მე მაგრამ აბსოლიტურად გეთანხმები. ესე ჩაწყობით და მსაჯების თვალების დაბრმავებით, ჩვენი ფეხბურთი წინ ვერ წავა. ჟურნალისტებს გეხებათ ეს. ყველაფერს რომ თავი გავანებოთ რატომღაც არ წყალობთ დასავლეთის გუნდებს. ხალხს უყვარს თავისი გუნდი და პროტესტი ისე გამოხატეს როგორც შეძლეს, თქვენ სამართლიანები უნდა იყოთ და თქვათ რომ დღეს ვიღაცეები ვიღაცეებს ფულს უხდიან და თამაშებს აწყობენ. მოსამართლეებს ისყიდავენ და მსაჯს რატო ვერ მოისყიდიან. რატომ არ დგება მსაჯების პასუხისმგებლობის საკითხი?
დინამოს ფანი
15 აგვისტო 2017 17:48
2
ავოიეეეე. კაი ახლა ნუ გაურეკე რაღაც სისულელები,მიუზღვავენო,გულით მოყვარული პატრიოტები ქუთაისის და ასე შემდეგ. ქუთაისში იციან მხოლოდ ასეთი უმართავი სიყვარული დს სხვაგან უსულგულოები ვართ არა?
პირველ რიგში მუდმივ დაჩაგრულის და წვალებულის სინდრომი უნდა მოიშოროთ,თვითონ ფიქრობთ რომ მთელი მსოფლიო თქვენი მტერია, ამ ლეგენდით ცხოვრობთ, აი აქედან მოდის თქვენი პრობლემა. მილიონერი ვისოლი მოიშორეთ და გააქციეთ,ახლა მალე ჩაჩავასაც იგივეს უზამთ მისი ისედაც მწირე 200 000 დოლარიანი წლიური ვალდებულებით კლუბის წინაშე.
იქნებ სჯობს დაფიქრდეთ და რამდენიმე ახირებული ფანის ქმედებებს არ შესწიროთ ამ მშვენიერი კლუბის მომავალი?
Guadua
15 აგვისტო 2017 11:48
0
მთელმა ქალაქმა იცის რომ ეს ფანები,არიან ერთიმუჭა და არ გამოხატავენ ნამდვილი ქუთაისელი გულშემატკივრების პოზიციას,ესენია ხალხირომლებიც ცდილობენგამოჩნდნენ ვითომ გუნდზე სეყვარებული ხალხისინამდვილეში კი ხელს ითბობენ,ხან პრეზიდენტს თხოვენ თანხას ხან მთავარ მწვრთნელს,ხოლოის ხალხი ვიც წინ აღუდგებათ ლანძღავენ,თუ გფახსოვთ წინა ადმინისტრაციამამათიუმსგავსოებები რომდაგმორა დღეშიიყვნენ,რა ჩირქი არ მოცხეს ნორმალურ ხალხს..ესენიგუნდსუნდაჩამოაცილონ სამუდამოდ..ჩხეტიანმა გააბლატავა ესენი ბაზაზე მთავარი მწვრთნელი თათბირს არატარებს მაგათ გარეშე..ესაა საქმე?მთელი ქალაქი ელოდება თუ როდის მოაცილებენერთ მუჭა ბრბოს ჩვენს კლუბს.
gia
14 აგვისტო 2017 16:54
4
ტორპედოს ე.წ.ფანები უნდა მოაშორონ სტადიონებს. ეგენი არიან ხულიგნები და არა გულშემატკივრები. ზღვარსგადასული, თავხედი და უზრდელი ლაწირაკები. გაიხსენეთ არც, თუ ისე შორეული ისტორიები.
sos!
14 აგვისტო 2017 16:21
3
ბიჭო, ჩხუბს ყოველთვის ქუთაისლები იწყებენ. ამ რამდენიმე წლის წინ, მოედანზე რომ გამოვარნენ ქუთაისში, ეგეც არ გახსოვთ? აი მაშინ უნდა მიეცათ 1-2 წლიანი დისკვალიფიკაცია უმაღლესიდან და დღეს მომჯდარი იქნებოდნენ. ამ სტატიის ავტორიც ცოდავს, არ შიძლება ყოველთვის ტორპედოს გამართლება. ამიტომაც გვყავს მაგათი უზრდელი ფანები. რაგბშიც მასე უზრდელობდნენ, მაგრამ რაგბის პრეზიდენტმა ეგრევე მოსვა (გია იყო მაშინ). ან შეეშვებით უზრდელობას ან რაგბს დაემშვიდობეთო. ბოლო ბოლო ცოტა ჩაწყნარდნენ. ასე უნდა მოიქცეს კობიაშვილი დღეს. ან გაჩერდნენ ან ქუთაისი მოიკვეთოს უმაღლესიდან. მატჩი ჩაშალეს სპეციალურად, რათა წაგება არ ჩათვლოდათ. ავტორ, რა გინდა ქუთაისლების თამაშზე ჯარი უნდა გამოეძახათ??? სიმართლე უნდა თქვა!!!!
haha
14 აგვისტო 2017 14:42
2
არვამართლებ ამ ინციდენტს....მაგრამ საერთოდ ასე სულ თბილისში.... არასდროს უსაფრთხოება აარაა სტუმარი გულშემატკივრის დაცული...ქუთაიში რომ ჩმოდიან რომელიმე გუნდის ფანები პოლიციის კორდონებით არიან გარშემორტყმული....არტყმევინებენ ერთმანერს ხალხს და მერე მოდის დაცვა და პოლიცია თბიისში...რა უნამუსობაა რა....
ssssss
14 აგვისტო 2017 14:14
4
ქუთაისში და სამტედიაში დინამოს ფანებს რა უქნეს შენ არ იცი ალბათ, არც ის გახსოვს ტორპედოს ფანები დინამოსთან თამაშზე რომ შევარდნენ სტადიონზე და დინამოს ფანებს დაუშინეს ქვები? ტორპედოს ფანები არიან ჯუნგლებიდან გამოსულები და ველურები, რა შუაშია თბილისში იქნება თუ სადმე სხვაგან, ტყიური ტყიურია და რას უშველი მაგას.
gia
14 აგვისტო 2017 15:27
3
ერთ თამაშზე ვიყავი, ლოკომოტივი- ჩიხურა იყო, მსაჯმა მართლა არასწორად აჩვენა ყვითელი ჩიხურას ფეხბურთელს რომელმაც მართლა არ წააქცია ლოკომოტიველი, და ჩიხურას ფანებმა შეაგინეს, ეს ფეხბურთია, ეოციაა და ტრიბუნაა! მთავარი მოხდა შემდეგ ლოკომოტიველი ფეხბურთელის "ბაბულიკა" ძმამ (ძმა იყო როგორც მერე გაირკვა) იმენა ქურდულად შეუბერა აქაოდა ვის აგინებთ ჩემი ასე და ასეო ტოოო! აქ ჩემი ძმა თამაშობს ვინმეს რამე არ შეგეშალოთ ფილტვებს ამოგაცლითო. მერეიმათმა უთხრეს ჩამეეთრიე ერთი საჩხერეში და განახებ ვინ ვის ამოაცლის ფილტვებს სიმონო. ხოდა ამით ის უნდა ვთქვა რომ თუ ეპატიჟები ოჯახის წევრს სტადიონზე უნდა იცოდნენ რომ შეიძლება შეგაგინონ და ხმა არ უნდა გაიღოს შენმა "ბაბულიკებმა" თორე გადმოგაგდებენ ტრიბუნიდან!
სიმართლე
14 აგვისტო 2017 13:19
1
პატრული რომ მოვიდა თამაშის შეწყვეტის შემდეგ, ასე განაცხადეს: ჩვენ უფლება არ გვაქვს შიგნით შევიდეთო. ასე რომ ტყუილებს ნუ სწერთ, პატრულმა გააჩერა ჩხუბიო
GIO
14 აგვისტო 2017 12:51
0
გიო ყურადღებით წაიკითხე,მანდ სწერია,რომ როცა პატრული მოვიდა,სიტუაცია უკვე დაწყნარებული იყოვო,პატრული წავიდა,მაგრამ მატჩის ბოლოს სიტუაცია ისევ რომ დაიძაბა, პატრული იქ აღარ იყო.
სოსო
14 აგვისტო 2017 23:15
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული