ქობულეთელთა ლეგიონერმა ფიფას წესები დაარღვია და სამშობლოში გააბრუნეს. ეროვნული ლიგის მესამე წრის პირველ მატჩში "შუქურას" შემადგენლობაში ბრაზილიელი ფელიპე ნუნიეში გამოჩნდა. მას "ბოტაფოგოსა" და "გრემიოში" უთამაშია, წლეულს კი მესამე კლუბში ჩაირიცხა - საქართველოში "პასო ფუნდოსა" და "ანოპოლისის" შემდეგ ჩამოვიდა. ეს კი ფიფას წესის დარღვევაა - ერთ საფეხბურთო სეზონში მხოლოდ 2 კლუბში თამაში შეუძლია.
ამის გამო ძალიან საინტერესო 27 წლის შემტევი ნახევარმცველი ქობულეთელებს მიმდინარე სეზონში ვეღარ დაეხმარება - ის
თუმცა, მის ნაცვლად სხვა ბრაზილიელის დამატებას აპირებენ. პლუს, დაიმატეს პორტუგალიური გრანდის, "პორტუს" ყოფილი მცველი სტეფან აგბრე დასე...
შეხვედრა 23-ე წუთზე დროებით შეჩერდა, რადგან სტადიონზე განათების სისტემა გამოირთო. ხარვეზები 15 წუთში გამოსწორდა და თამაში განახლდა.
"შუქურამ" სეზონში მეორედ გაიმარჯვა, კოლხებმა კი გორის "დილას" დაწევის შანსი ხელიდან გაუშვეს.
მატჩის სტენოგრამა
3' - კოკა სეფიაშვილმა ბურთი ცუდად მოიგერია და სტუმართა კართან შექმნილი დაძაბულობა ლაშა გოგონაიამ განმუხტა.
4' - გოლი! გია ჩადუნელმა საკუთარი საჯარიმოდან ბურთი მეტოქის ნახევარზე ჩაჰკიდა. გოგონაია გადაცემის ჩაჭრისას უხეშად შეცდა და მეკარესთან პირისპირ გასულმა დავით ჩაგელიშვილმა ანგარიში გახსნა - 1:0.
7' - გოლი! კილასონიას, ლევან კაკულიასა და ჯონ მაჩარიას სწრაფი იერიში მახვილი კუთხიდან ზუსტი დარტყმით არფანგ დაფემ დააგვირგვინა - 1:1.
22' - ლევან კაკულიას შორეული დარტყმა მეკარე ვლადიმირ მელნიჩენკომ კუთხურზე მოიგერია.
36' - გოლი! ქობულეთელები კუთხურებს ძალიან სახიფათოდ აწვდიდნენ და ამან შედეგი გამოიღო: გურულის ჩაწოდებული ბურთი კარში თავით გია ჩადუნელმა გააგზავნა - 2:1.
48' - გოლი! სანდრო გურულმა ნონდის ბურთი მოედნის ცენტრში აართვა, მარსელინიოს პასით მეკარის წინ აღმოჩნდა და მის მიერვე წამოწყებული იერიში ახლო მანძილიდან დააგვირგვინა - 3:1.
86' - "შუქურა" გადარჩა! სანდრო ბახიას წამოწყებული შეტევის შემდეგ ალექსანდრ დერებჩინსკიმ მშვენიერი გადაცემით მეკარესთან პირისპირ დატოვა გიორგი ბუხაიძე, რომელმაც ბურთი ძელს მოარტყა!
89' - ახლა სტუმრები გადარჩნენ: ირაკლი კლიმიაშვილმა მეკარესთან პირისპირ დატოვა კობა შალამბერიძე, რომელმაც მეკარეს ვერ აჯობა!
90+1' - გოლი! დაფის პასით დერებჩინსკიმ სხვაობა შეამცირა - 3:2.
90+2' - ჟეფინიომ კარის წინ შალამბერიძე მოძებნა, რომელმაც რეალური მომენტით ვერ ისარგებლა.
90+4' - ჩადუნელმა საჯარიმოში გოგონაია მოცელა და ბურთი ხელითაც შეაჩერა - ფოთელები პენალტს ითხოვდნენ, მაგრამ არბიტრმა თამაში გააგრძელა და მალევე დაასრულა.
ეროვნული ლიგა. XXII ტური
13.08. ბათუმი. "რაგბი არენა"
შუქურა-კოლხეთი 3:2
გოლები: 1:0 ჩაგელიშვილი (4. ჩადუნელის პასით), 1:1 დაფე (7. მაჩარიას პასით), 2:1 ჩადუნელი (36. გურულის პასით), 3:1 გურული (48. მარსელინიოს პასით), 3:2 დერებჩინსკი (90+1. დაფის პასით)
შუქურა (4-2-3-1): მელნიჩენკო - ჩაჩუა, ჩადუნელი, გოგიტიძე, პომაზანი - კლიმიაშვილი, მარსელინიო - კახელიშვილი (79. გოგილაშვილი), ჯეფინიო, გურული (75. შალამბერიძე) - ჩაგელიშვილი (85. დაგარგულია).
სათადარიგოები: სომხიშვილი, კალანდაძე, მალაზონია, ღლონტი
მწვრთნელი: გიორგი შაშიაშვილი
კოლხეთი (4-2-3-1): სეფიაშვილი - გ. კილასონია, შ. კერძევაძე, გოგონაია, ოტიენო - კაკულია, ბოლქვაძე (69. დერებჩინსკი) - ნონდი, ჯანელიძე, დაფე - მაჩარია (39. ბუხაიძე).
სათადარიგოები: შერმადინი, ბროვკო, შალიკაშვილი, ს. ბახია, კოკაია
მწვრთნელი: გელა სანაია
გაფრთხილებები: კლიმიაშვილი (44), გოგონაია (46), პომაზანი (90+3)
არბიტრი: ბ. ნინუა.
ბომბარდირები
ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 15
დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 12
ბ. არაბული (დინამო თბ) 11
მ. კოვტალიუკი (კოლ/დინ თბ) 10.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"