"ლოკომოტივი" სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა

AutoSharing Option
თბილისის "ლოკომოტივი" საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადიციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის სადიციპლინო და დავების განმხილველმა კომიტეტმა 11 აგვისტოს მიხეილ მესხის სათადარიგო მოედანზე "ლოკომოტივი"-"ტორპედოს" მატჩისას მომხდარი ინციდენტები განიხილა. აღნიშნული დაპირისპირება 85-ე წუთზე შეწყდა.

კომიტეტის გადაწყვეტილებით, "ლოკომოტივი", ქუთაისის "ტორპედოს" მსგავსად, 20 000 ლარით დაჯარიმდა. გადაწყვეტილების თანახმად, მომდევნო საშინაო მატჩს "ლოკომოტივი" მაყურებლის გარეშე ჩაატარებს. ასევე, ჩვენს კლუბს განესაზღვრა პირობითი სასჯელი - მსგავსი ინციდენტის გამეორების შემთხვევაში, "ლოკომოტივს" 3 ქულა დააკლდება.

სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებითვე, მეოთხე წრეში გასამართი "ტორპედო"-"ლოკომოტივი" უმაყურებლოდ ჩატარდება.

მიგვაჩნია,
რომ "ლოკომოტივის" მიმართ გამოტანილი სასჯელი და ჯარიმის ოდენობა არაადეკვატურია, ვინაიდან არ ასახავს 11 აგვისტოს, სტადიონის ტრიბუნაზე მომხდარი ინციდენტის მთავარ გარემოებებს.

"ლოკომოტივი" სადისციპლინო და დავების განმხილველი კომიტეტის გადაწყვეტილებას სააპელაციო კომიტეტში გაასაჩივრებს.

- დაუსრულებელი მატჩი და ქაჯობა - ტრაგედიას გადავურჩით, მაგრამ... [VIDEO]

მომზადებულია fcloco.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
თამაშზე რომ შევიდე,ავტეხო სერიოზული ჩხუბი და ბოთლები ვისროლო,თამაში ჩაიშლება?აბა მიშოვია ფული.10 000 ლარს სასამართლოში გადავიხდი,10 000 ლარი დამრჩება.მშვენიერი ბიზნესია.მერე ნელნელა გაიცნობ იქაურობას და ფეხბურთის დონ კინგიც გახდები.
ირაკლი
16:51 16-08-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული