19 წლის ფეხბურთელმა ტრავმა 11 ივნისს, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შეკრებაზე, ბულგარეთთან ამხანაგურ მატჩში მიიღო.
არდაზიშვილს მარჯვენა მუხლზე ჯვარედინი მყესები გაუწყდა, რის გამოც ეროვნული ლიგის 6 ტური და საქართველოში გამართული ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი გამოტოვა.
არდაზიშვილის ოპერაცია MediClubGeorgia-ში ჩაუტარდა და წარმატებით დასრულდა.
ოპერაციის შემდეგ რატი საავადმყოფოში "ლოკომოტივის" ფეხბურთელებმა და გუნდის წევრებმა მოინახულეს, გაამხნევეს და მოედანზე მალე დაბრუნება უსურვეს.
მომზადებულია fcloco.ge-ს მიხედვით