რატი არდაზიშვილს ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა

AutoSharing Option
15 აგვისტოს თბილისის "ლოკომოტივის" ნახევარმცველ რატი არდაზიშვილს ოპერაცია ჩაუტარდა.

19 წლის ფეხბურთელმა ტრავმა 11 ივნისს, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შეკრებაზე, ბულგარეთთან ამხანაგურ მატჩში მიიღო.

არდაზიშვილს მარჯვენა მუხლზე ჯვარედინი მყესები გაუწყდა, რის გამოც ეროვნული ლიგის 6 ტური და საქართველოში გამართული ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატი გამოტოვა.

არდაზიშვილის ოპერაცია MediClubGeorgia-ში ჩაუტარდა და წარმატებით დასრულდა.

ოპერაციის შემდეგ რატი საავადმყოფოში "ლოკომოტივის" ფეხბურთელებმა და გუნდის წევრებმა მოინახულეს, გაამხნევეს და მოედანზე მალე დაბრუნება უსურვეს.

მომზადებულია fcloco.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 2 /
მალე გამოჯანმრტელებას და ცარმატებებს გისურვებტ რატი.
gabo
15:17 17-08-2017
0
წარმატებები რატის და მალე დაბრუნება მოედანზე
გიორგი
13:35 17-08-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული