"სამტრედიაში" "ტვენტესა" და "ოლიმპიაკოსის" ყოფილი ფორვარდი ითამაშებს [VIDEO]

AutoSharing Option
22 აგვისტოს "სამტრედიამ" ახალი მოთამაშე დაიმატა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონის წევრი მაიკლ ოლაიტანი ხვალ დილით ჩამოვა და გუნდთან ერთად ვარჯიშს შეუდგება.

კონტრაქტის თანახმად, 24 წლის ნიგერიელი ფეხბურთელი "სამტრედიის" ღირსებას 2018 წლის ბოლომდე დაიცავს. ოლაიტანი 184 სმ სიმაღლისაა. ნიგერიიდან საბერძნეთში 2011 წელს გადავიდა. 2013 წელს პირეოსის "ოლიმპიაკოში" ჩაირიცხა, რომელმაც სამჯერ გაანათხოვრა - ასევე ბერძნულ "ერგოტელისში", ბელგიურ "კორტრაიკსა" და ჰოლანდიურ "ტვენტეში".

ოლაიტანი არის 2013 წელს თურქეთში გამართული ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე.

მისმა გვარმა მსოფლიო მედია 2014 წელს მოიარა: 2 მარტს, "ოლიმპიაკოსის" ნიგერიელი თავდამსხმელი
მატჩის დროს მოულოდნელად მოედანზე დავარდა და გონება დაკარგა. ეს "პანათინაიკოსთან" წაგებული (0:3) მატჩის დროს, პირველ ტაიმში, სრულიად უწყინარ სიტუაციაში მოხდა, როდესაც ოლაიტანს ბურთი არც ჰქონდა.



მაშინ ექიმებმა 21 წლის ფეხბურთელი მანამ მოიყვანეს გონზე, სანამ საავადმყოფოში გადაიყვანდნენ. იმ ღამითვე მისი მდგომარეობა სტაბილური იყო...

ვნახოთ, რა სარგებელს მოუტანს ოლაიტანი საქართველოს ჩემპიონს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 9 /
samtredias mekare ar aris mtlad saimedo droa shemcvleli ipovon
d;g
24 აგვისტო 2017 10:50
0
ჯანგოოო რაიცი რო ნაავადმყოფარია და ცუდად თამაშობს? ბოღმიანები ხართ ყველანი
vaxoo
23 აგვისტო 2017 17:57
1
ყურულაშვილო რა დღეში ხარ შე ყურუმსაღო შენა :)
Jango
24 აგვისტო 2017 12:28
0
ყველა ნაავადმყოფარი და ფასჩამოწერილი როგორ მოჰყავთ,აი ეს მიკვირს.
ვინმე ჯანმრთელი, სტაბილური მდგომარეობის, სტაბილური ფასით რომ მოიყვანონ არც შნო აქვთ ამისი და არც ფული.
ნაგვისაგან ოქროს მიღებას- ალქიმია ეწოდება, ფეხბურთში ალქიმიკოსების ადგილი ნამდვილად არ არის.
Jango
23 აგვისტო 2017 15:29
2
ეხლა რო იმატებენ ხალხს ლიგის საკვალიფიკაციომდე ეძინათ? თუ არ იცოდნენ ევროტურნირზე რომ უნდა ეთამაშათ.
დდდ
23 აგვისტო 2017 13:29
2
იყო შერჩეული კარგი ლეგიონერები მაგრამ ბოლო მომენტში უარი გვითხრეს და დავრჩით ისე

იყო მაგრამ გაგვიღუნეს

:) :) :)
მაგ ზღაპრები მოუყევი ილორში ან მიწაბოგირაზე ბაღნებს :) ვინ იყო შერჩეული, მილიონ ევროდ ღირებული ნეგრი სადათ ბაქარი? სასაცილოდ რომ აიგდო კლუბი, მე არც მსმენია ასეთი კლუბი და რა მესაქმება საქართველოშიო? როდის გადაეჩვევით თვითმოგონებული ტყუილებით და ზღაპრებით ცხოვრებას? ასე დაწვრილკაცება და დაწვრილმანება რას გაძლევთ აი ვერ გამიგია.

თქვით გასაგებად- ფული არ არის,სპონსორები არ მოდიან,არ გევკარებინა და არც ვეძებთ, მყიდველებსაც არ ვეძებთ რადგან ასე გვჭირდება,ისინი ჩვენ გაგვაგდებენ, ხოლო გულშემატკივარს რა სჭირდება ფეხებზე გვკიდია,ამიტომაც მოგვყავს ისინი ვინც მინიმუმზე არიან თანახმანიო.
ჰოდა არც არავინ გაგაქილიკებთ და არც არავის ექნება ზედმეტი კითხვები გარდა ერთისა - ვინ ეშმაკები ხართ პირად საკუთრებასავით რომ მოაჯექით კლუბს და გაყიდვა არ გვინდაო რომ იძახით?
Jango
23 აგვისტო 2017 16:12
1
იყო შერჩეული კარგი ლეგიონერები მაგრამ ბოლო მომენტში უარი გვითხრეს და დავრჩით ისე
იყო მაგრამ გაგვიღუნეს
23 აგვისტო 2017 15:30
0
კარგი ტრანსფერია, წესით ეროვნული ლიგის საუკეთესო ცენტრფორვარდი უნდა იყოს
გულშემატკივარი
23 აგვისტო 2017 12:55
1
რას ამბობთ ესხომ სამარცხვინოა საერთოდ რა ტრანსფერი რის ტრანფერი ამატ აგარ ეშველებათ უკვე ნახეთ რა გააკეთა გაბალამ ესენი უბრალოდ ყანის მოთამაშეები არიან და მეტი არაფერი სამარცხვინოა
გიორგი
24 აგვისტო 2017 01:57
0

სიახლეები პოპულარული