დავით ბოლქვაძე: ასე მეგონა, ფეხი მომაძრეს

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის XXIV ტურში ორი ისეთი ამბავი მოხდა, ქუთაისელ და ფოთელ გულშემატკივრებს რომ არ ესიამოვნებოდათ.

"სამტრედიასთან" მატჩში ქუთაისის "ტორპედოს" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გურული დაშავდა და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუხდა, მაგრამ, კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ტორპედოელთა ექიმი დამაიმედებელ დასკვნას აკეთებს - გურულის ტრავმა სერიოზული არ არის და 8 სექტემბერს საჩხერის "ჩიხურასთან" საშინაო მატჩისთვის მზად იქნება.

ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე ფოთელებსაც დაუშავდათ - გორში, "დილასა" და "კოლხეთის" შეხვედრის 73-ე წუთზე, მოედნის ცენტრში ლუკა რაზმაძესთან შეჯახების შემდეგ, დავით ბოლქვაძე ფეხზე ვეღარ დადგა - 37 წლის
ნახევარმცველი მოედნიდან საკაცით გაიყვანეს.

"უმძიმესი ტკივილი ვიგრძენი, ასე მეგონა, ფეხი მომაძრეს. პირველი, რაც ვიფიქირე, ის იყო, რომ კარიერას ვამთავრებდი. ტრავმაზე მეტად მტკივნეული ამის გააზრება იყო. მაგრამ თამაშის შემდეგ ექიმმა მითხრა - მგონი, ჯვარედინ იოგებს არაფერი სჭირსო.

გავიდა ორი დღე, ტკივილებმა გამიარა და, ეტყობა, გადავრჩი. სავარაუდოდ, 2 ტურს გამოვტოვებ და იმედია, ამის შემდეგ მოედანს დავუბრუნდები", - ამბობს ბოლქვაძე.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული