"სამტრედიასთან" მატჩში ქუთაისის "ტორპედოს" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი გურული დაშავდა და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუხდა, მაგრამ, კლუბის პრესსამსახურის ცნობით, ტორპედოელთა ექიმი დამაიმედებელ დასკვნას აკეთებს - გურულის ტრავმა სერიოზული არ არის და 8 სექტემბერს საჩხერის "ჩიხურასთან" საშინაო მატჩისთვის მზად იქნება.
ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე ფოთელებსაც დაუშავდათ - გორში, "დილასა" და "კოლხეთის" შეხვედრის 73-ე წუთზე, მოედნის ცენტრში ლუკა რაზმაძესთან შეჯახების შემდეგ, დავით ბოლქვაძე ფეხზე ვეღარ დადგა - 37 წლის
"უმძიმესი ტკივილი ვიგრძენი, ასე მეგონა, ფეხი მომაძრეს. პირველი, რაც ვიფიქირე, ის იყო, რომ კარიერას ვამთავრებდი. ტრავმაზე მეტად მტკივნეული ამის გააზრება იყო. მაგრამ თამაშის შემდეგ ექიმმა მითხრა - მგონი, ჯვარედინ იოგებს არაფერი სჭირსო.
გავიდა ორი დღე, ტკივილებმა გამიარა და, ეტყობა, გადავრჩი. სავარაუდოდ, 2 ტურს გამოვტოვებ და იმედია, ამის შემდეგ მოედანს დავუბრუნდები", - ამბობს ბოლქვაძე.
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"