ლოჩოშვილმა კონტრაქტი უკრაინული ფეხბურთის გრანდ კიევის "დინამოსთან" გააფორმა, ჩაკვეტაძე კი ბელგიურ "გენტში" გადავიდა, რომელსაც სანაკრებო მატჩების შემდეგ შეუერთდება.
"დინამო" სატრანსფერო სარგებლის გარდა, მომავალში ამ ფეხბურთელების გასხვისებიდანაც მიიღებს დივიდენდებს.
აი რას ნიშნავს როცა კლუბს აქვს აკადემია, ფული, კერძო მფლობელი,ადრე თუ გვიან მაინც უწევს თავისი ხარჯების ამოგება.
რა ცუდია რომ ზესტაფონი არაა ლიგაში და ფორმაში.
რა კონკურენცია უნდა იგრძნო კაცმა ბიუჯეტის ფულით მოსაზრდოვე კლუბებთან ან რა ხარისხს უნდა ელოდო ორგანიზებულობის?
კაცმა გასულ წელს 5-1 წააგო გაბალასთან და არ გაუშვეს. წელს 5-0 წააგო ყარაბახთან და არ გაუშვეს.
აბა გენაცვალეთ საკოლმეურნეო ჩემპიონატში სამეულში ყოფნა რომ წარმატებად მიაჩნიათ კლუბის "მესვეურებს" ეს მათი აზროვნების დონეზეც მეტყველებს.
სამტრედია კი ნარკომანივით გაეჩხირა საბიუჯეტო 1 მილიონ ლარზე,რომელიც გაისად უკვე 900 000 იქნება,აი ესაა რომ კლავს ფეხბურთს მეტი კი არაფერი.
დღევანდელი კვერცხის პოლიტიკა,ყველაზე ცუდი პოლიტიკაა.
სად გინდა ამათმა ითამაშონ სამტრედიის, ქობულეთის და ბათუმის პლასტიკის მინდვრებზე, საჩხერის ძლივს არსებულ ვითომ ბუნებრივზე,სადაც ინდაურების დადიან საყურებლად თამაშის? თუ ტორპედოს კამუფლიაჟივით აჭრელებულ მოედანზე?
სანამ ყველა კლუბი არ გახდება კერძო ორივე ლიგაში და სანამ ყველას არ ექნება როგორც მინიმუმ კარგი მინდვრები და განათება (არაფერს ვამბობ საცხოვრებელ სავარჯიშო პირობებზე) მანამდის როგორც კი 21 წლამდე ბავშვებზე მყიდველი არის თუნდაც მილიონად, უნდა გაუშვა და გზა დაულოცო. თვითონაც მოიგებ და ბიჭებიც.