ჩერნომორეცის ყოფილი მცველი თბილისის დინამოში?

AutoSharing Option
ოდესის "ჩერნომორეცის" ყოფილი ცენტრალური მცველი თბილისის "დინამოში" ვარჯიშობს. ეს ფეხბურთელი 22 წლის ქართველი გიორგი გადრანია. ის ოდესური კლუბიდან ივნისში, დავით ხოჭოლავასთან ერთად წამოვიდა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი მცველი (4 მატჩი) ოდესურ კლუბში 2015 წელს "გაგრადან" გადავიდა, გუნდსაც შეეწყო და საქმეც კარგად მისდიოდა, მაგრამ მერე დაშავდა და ძირითადში ადგილი დაკარგა - ბოლო სეზონში მხოლოდ ერთხელ ათამაშეს.

გადრანმა თბილისის "დინამოში" გუშინ პირველად ივარჯიშა. ჩაირიცხება თუ არა ის ყველაზე ტიტულოვან ქართულ კლუბში, ეს უახლოეს დღეებში გაირკვევა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული