რევაზ ძოძუაშვილი ტყიბულის "მეშახტეში" იმუშავებს

AutoSharing Option
ქართული ფეხბურთის ვეტერანმა, წარსულში თბილისის "დინამოს", საქართველოსა და ლატვიის ნაკრებთა მწვრთნელმა, 72 წლის რევაზ ძოძუაშვილმა ტყიბულის "მეშახტე" ჩაიბარა.

ეროვნულ ლიგა 2-ში გამართული 24 ტურის შემდეგ "მეშახტემ" მხოლოდ 14 ქულა დააგროვა, 10-გუნდიან ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა და ლიგიდან გავარდნის რეალური კანდიდატია. სწორედ ეს გახდა საკადრო ცვლილებების მიზეზი.

ძოძუაშვილმა შეცვალა გიორგი ჭელიძე, რომელიც მანამდე "საბურთალო 2-ისა" და "შევარდენი 1906-ის" დამრიგებელი გახლდათ.

2014 წელს ძოძუაშვილმა დატოვა ქუთაისის "ტორპედო", ხოლო შარშან რეგიონული ლიგის ბინადარ სოხუმის "დინამოში" იმუშავა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
სირცხვილია სოხუმი და ცხინვალი რომ არ გვყავს. სოხუმის დინამო რეგიონალლიგაში სირცხვილია. ვერ ხედავთ აზერბაიჯანი ყარაბაღს აფინანსებს და ევროპა ლიგის ჯგუფებში ათამაშებს. ჩვენ კიდევ აი ასრ გბიყვარს ჩვენი ქვეყანა.
ვინმემ ამიხსნას, თბილისის მერანის დაფინანსება რა აზრი აქვს? რა გუნდია , არა ტრადიცია, არა არაფერი..სოხუმი გააკეთეთ მაგ მოთამაშეებით და ამოიყვანეთ ეროვნულ ლიგაში!!
გენა
15:03 06-08-2020
0
წარმატებებს გისურვებ ბატონო რევაზ, ქართული ფეხბურთის საამაყო ვეტერანო და დიდო კაცო.
gizog
14:58 07-09-2017
0

სიახლეები პოპულარული