სანდრო ალთუნაშვილი: ტრიბუნებიდან ყველაფერი სხვანაირად ჩანს

AutoSharing Option
ივნისში, საქართველოსა და მონტენეგროს ახალგაზრდული ნაკრებების მატჩში, სანდრო ალთუნაშვილი მძიმედ დაშავდა - "საბურთალოს" ნახევარმცველმა წვივის ძვლის მოტეხილობა მიიღო, რომელსაც ამ დრომდე მკურნალობს.

ფეხბურთელი რეაბილიტაციის კურსს "ავერსის" კლინიკაში გადის. ამ პროცესს სექტემბრის ბოლოს დაასრულებს და იმედოვნებს, რომ რამდენიმე კვირაში ინდივიდუალურად ვარჯიშს დაიწყებს და გუნდს დაუბრუნდება.

"საბურთალოსა" და ნაკრებების მატჩებს სისტემატურად ვესწრები. საყვარელ საქმეს რამდენიმე თვეა, მოწყვეტილი ვარ, თამაშის ტრიბუნებიდან ყურება კი რთულია. სტადიონზე რომ მოვდივარ, უფრო მოტივირებული ვხდები და ერთი სული მაქვს, მინდორზე როდის დავბრუნდები.

გარედან ყველაფერი სხვანაირად ჩანს. მინდორზე ყველაფერს
ვერ აანალიზებ, ტრიბუნიდან კი კარგად ჩანს შეცდომებიც და დადებითი მხარეებიც.

თვალში საცემია, რომ მესამე წრე კარგად დავიწყეთ, მეტოქეებთან "საბურთალოს" მთავარი კოზირი ბურთის კონტროლია. გუნდმა გამოასწორა ბურთის ართმევაც და უფრო მჭიდროდ ვთამაშობთ. თუ ასე გავაგრძელეთ, "საბურთალო" ოთხეულში აუცილებლად მოხვდება", - ამბობს ალთუნაშვილი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული