ეროვნული ლიგა. XXV ტური: მოულოდნელობა "დინამო"-"შუქურას" მატჩში

AutoSharing Option
ეროვნული ლიგის 25-ე ტურის შეხვედრა, რომელშიც ერთმანეთს თბილისის "დინამო" და ქობულეთის "შუქურა" დაუპირისპირდნენ, მოულოდნელი შედეგით დასრულდა.

"დინამოს", რომელიც გათამაშებას 9-ქულიანი უპირატესობით ლიდერობს, ბოლო 10 საშინაო თამაში მოგებული ჰქონდა, მათგან უკანასკნელი სამი 5-ბურთიანი უპირატესობით. ბოლოადგილოსან "შუქურას" კი, სტუმრად, 2015 წლის ნოემბრის შემდეგ, მხოლოდ ერთი შეხვედრა აქვს მოგებული. ბუნებრივია, გამოკვეთილი ფავორიტი მასპინძელი გუნდი იყო, მაგრამ თბილისელები წაგებას მე-3 დამატებულ წუთზე ენვერ ლილუაშვილის მიერ გატანილი გოლით გადაურჩნენ. 20 წუთით ადრე კი ანგარიში კობა შალამბერიძემ გახსნა.

"დინამოს" მოგებაც შეეძლო, მაგრამ გამათანაბრებელი გოლის გასვლიდან მალევე,
"შუქურას" კარი ძელმა იხსნა.
მკითხველის კომენტარები / 3 /
ვინ ძირას შუქურას მსაჯები რატო კლავთ ფეხბურთს რეგიონებში თბილისის ჩემპიონატი გინდათ მიიღებთ ცოტახანში რატო არ უკძალავენ მსაჯობას დინამო- შუქურას მსაჯთა ბრიგადას 94 წუთზე 3 მეტრიანი თამაშგარე გაატარა ბაკავოიმ
ლევანი ლაბაძე
21:55 10-09-2017
1
ესეთი მსაჯობის შემდეგ ამ ვაი მსაჯს საერთოდ უნდა აეკრძალოს სტადიონზე შესვლა, ნუთუ ფედერაციიდან არავინ ადევნებდა თვალს ამ თამაშს? ძალიან მაინტერესებს ფედერაციის რეგირება, ამის შემდეგ ნათელი იქნება, საქართველოში უნდათ თუ არა ფეხბურთის განვითარება. ასეთი მსაჯობის შემდეგ ხალხი შეურაცხყოფილია.
ფანი
14:23 10-09-2017
2

სიახლეები პოპულარული