![](https://sportall.ge/pictures/image31/c019815a9aebe914d14382d189f59034.jpg)
ფეხბურთში, ხშირ შემთხვევაში, ყვითელ და წითელ ბარათებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და საქართველოს ჩემპიონატიც არ არის გამონაკლისი.
გთავაზობთ 5 ყველაზე აგრესიულ ფეხბურთელს ეროვნული ჩემპიონატიდან და მათ სტატისტიკას.
რეიტინგის მისაღებად ყვითელი ბარათი 1 ქულითაა შეფასებული და წითელი ბარათი - 3 ქულით.
მე-5/4 ადგილი
![5 ყველაზე უხეში ფეხბურთელი ეროვნულ ლიგაში Sportall.Ge](/pictures/artimages/original/f4e2a978c79705eae6b7099922fde186.jpg)
ელვინ ტერა ("საბურთალო") - 4 ყვითელი ბარათი + 2 წითელი ბარათი = 10 ქულა
საბურთალოელების 20 წლის ნახევარმცველი კენიი
მე-5/4 ადგილი
![5 ყველაზე უხეში ფეხბურთელი ეროვნულ ლიგაში Sportall.Ge](/pictures/artimages/original/33bf16a68d3e9feee7a6dc2b32243e59.jpg)
გიორგი პაპავა ("დილა") - 4 ყვითელი ბარათი + 2 წითელი ბარათი = 10 ქულა
გორელების 24 წლის უკანახაზელმა ტრავმიანობის პერიოდი დაასრულა და ცდილობს, გუნდს ქულების გადარჩენაში დაეხმაროს. გიორგის სასარგებლოდ უნდა ითქვას, რომ ის ნელ-ნელა იბრუნებს ძველ ფორმას და კვლავ საშიში ხდება ფორვარდებისთვის.
მე-3 ადგილი
![5 ყველაზე უხეში ფეხბურთელი ეროვნულ ლიგაში Sportall.Ge](/pictures/artimages/original/6c53763de02ab53ebe208f9a61823f4c.jpg)
ვარლამ კილასონია ("კოლხეთი") - 5 ყვითელი ბარათი + 2 წითელი ბარათი = 11
ფოთელთა გუნდი გასავარდნ ზონას ებრძვის. შესაბამისად, 24 წლის მცველს დაცვით ზონაში ხშირად უწევს ხისტად თამაში და შავი სამუშაოს შესრულება. შეგახსენებთ, ფოთის "კოლხეთი" მე-9 ადგილზეა.
მე-2 ადგილი
![5 ყველაზე უხეში ფეხბურთელი ეროვნულ ლიგაში Sportall.Ge](/pictures/artimages/original/a73b9b2c088effb15fc1400bf3bb9d0d.jpg)
მიკოლა კოვტალიუკი (თბილისის "დინამო" ) - 9 ყვითელი + 1 წითელი = 12 ქულა
სეზონის პირველი ნაწილი უკრაინელმა ფორვარდმა ფოთში გაატარა და 10 გოლი გაიტანა. შემდეგ თბილისელთა ყურადღება მიიქცია და უკვე "დინამოშია". კოვტალიუკს ხისტი თამაში და ბურთისთვის აქტიური ბრძოლა ახასიათებს, რისი დამსახურებაცაა ამ რაოდენობით ბარათი.
პირველი ადგილი
![5 ყველაზე უხეში ფეხბურთელი ეროვნულ ლიგაში Sportall.Ge](/pictures/artimages/original/ec51d03795efd5f7a21dc930774c9a51.jpg)
ზურაბ არზიანი ( ბათუმის "დინამო") - 8 ყვითელი + 2 წითელი ბარათი = 14 ქულა
სეზონის პირველი ნაწილი 29 წლის საყრდენმა ნახევარმცველმა "საბურთალოში" გაატარა და ზაფხულში გადავიდა ზღვისპირეთში. "დინამო" მე-11 გუნდია არზიანის კარიერაში და შეტევების ჩაშლა მთავარი მოვალეობაა. რაც უნდა გასაკვირი იყოს, პროფესიულ კარიერაში სულ 5 წითელი ბარათი აქვს ზურაბს და 52 ყვითელი ბარათი.