შეგახსენებთ, რომ ახლახან "დინამოდან" ბელგიურ "გენტში" გიორგი ჩაკვეტაძე გადავიდა, ლუკა ლოჩოშვილი კი კარიერას კიევის "დინამოში" აგრძელებს. რომან ფიფიას თქმით, მათ გარდა, სერიოზული მოთხოვნა თბილისის "დინამოს" აკადემიის აღზრდილ კიდევ სამ ფეხბურთელზეა...
- ეს ბავშვები ჩვენი აღზრდილები არიან და ორივე კლუბმა ეს დააფასა. დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავი, რომ ჩაკვეტაძეს "გენტში" ათამაშებდნენ, არ გავუშვებდი. მაგრამ კლუბის პრეზიდენტს ველაპარაკე და მივხვდი - გიორგისთან დაკავშირებით სერიოზული გეგმები
- ალბათ, ამ ტრანსფერების შემდეგ აკადემიის მიხედვის სურვილი გაგიძლიერდათ - მომავალი თაობების გაზრდა სასარგებლო საქმეც არის, მომგებიანიც და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანიც...
- ჩვენს ცხოვრებას პრობლემები ახლავს, მაგრამ ამან აკადემიაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს, რადგან იქ ისეთი ბავშვები იზრდებიან, უახლოეს 5 წელიწადში ქართულ ფეხბურთს ბევრს რომ შესძენენ. გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ კიდევ სამი ფეხბურთელია, რომლებზეც სერიოზული მოთხოვნა იყო. უახლოეს დღეებში "ბრიუგეს" პრეზიდენტს ვხვდები...
- ვის ტრანსფერზე?!
- ამას ჯერ არ ვიტყვი. კიდევ 3 მოთამაშეზე იყო ლაპარაკი. მაგრამ ისინიც რომ გამეშვა, კაჭარავა მოგვკლავდა. თუმცა მათთანაც იგივე პირობები გვექნება, როგორც ჩაკვეტაძესა და ლოჩოშვილზე, რომ უნდა იყვნენ მთავარ გუნდში.
ფულის შოვნა უნდათ და დახარჯვა არ უნდათ.
ეყოლება მერე სუსტი ჩემპიონი საქართველოს და ისევ კიდევ ერთჯერ თავჩაქინდრულნი გამოვარდებიან პირველი მატჩებიდან.
დღეს ვფიქრობდი - სამტრედიას საკლუბო ფასია 4 მილიონი დოლარი, ბიუჯეტი კი 400 000 დოლარი, ყარაბახის საკლუბო ფასია 12 მილიონი დოლარი (3 ჯერ მეტი ვიდრე სამტრედიაზე) ხოლო ბიუჯეტი კი 30 მილიონი დოლარი (ამობებენ 40 -იცო) ესე იგი სამტრედიაზე 70-100 ჯერ მეტი ხოლო კლუბის სატრანსფერო ფასზე 3 ჯერ მეტი.
ვხედავთ სადა ვართ და რა დონეზე ვართ ფინანსირებაში?
მერე არ გაგვიკვირდეს რომ გაისად ისევ იმედგაცრუებული დავრჩებით.
მე მგონი ქართველთა უნარ-ტვინზე დაყრდნობით მაინც რომ მივაღწიოთ რაიმეს, კლუბს მინიმუმ იმდენი უნდა ჰქონდეს ბიუჯეტი რაც ღირს ამ კლუბის ფეხბურთელები ჯამურად. ანუ სამტრედია, დინამო, ტორპედოს, ჩიხურას, ყველას უნდა ჰქონდეს ბიუჯეტი მინიმუმ 4 მილიონი ევრო. ანუ 12 მილიონი ლარი, ანუ 12 ჯერ მეტი ვიდრე დღეს არის. სხვანაირად?განწირულები ვართ ახალ გეგმაზე გადასვლით-კაცთგაყიდვის. 10 წელიწადშDი ევროპაში ყველაზე მეტი ლეგიონერი ქართველი იქნება.
სპორტალზე
-----------------------
რომან ფიფია: დავიღალე გუნდის დაშლით
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტი რომან ფიფია დღეს, 1-ელ სექტემბერს, "დინამო არენის" მედიადარბაზში ჟურნალისტებს შეხვდა და ევროთასებზე წარუმატებელი თამაშის შემდეგ კლუბში მომხდარი ცვლილებები გაახმოვანა.
გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტს დეკემბრამდე კვლავ სლოვაკი სპეციალისტი იურაი იარაბეკი დაიკავებს.
"ჩემპიონატი იწყება და მთავრდება დეკემბერში. არ მსურს ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება, ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ იურაი იარაბეკი დარჩება სეზონის ბოლომდე", - განაცხადა ფიფიამ.
სპორტული დირექტორის პოსტი ლევან გაბრიჩიძემ დაიკავა, რომელსაც ავსტრიაში მენეჯერის განათლება აქვს მიღებული.
"ვფიქრობ, ეს ნაბიჯი იყო გადასადგმელი და მე ეს ნაბიჯი გადავდგი. სპორტული დირექტორის პოსტს მიხეილ ხუციშვილის ნაცვლად ლევან გაბრიჩიძე დაიკავებს", - თქვა ფიფიამ.
ფიფიამ სხვა საკითხებზეც ისაუბრა.
"რამდენჯერმე ვისურვე გუნდის გაახალგაზრდავება, მაგრამ იცით, რაშია საქმე? როდესაც ხდები ჩემპიონი, წინ ევროასპარეზი გელის და უფრო მეტიც, ჩემპიონთა ლიგა და როცა მენეჯერები გეუბნებიან, ამ გუნდით ვერაფერს გავაკეთებთო, იძულებული ხდები, შენს პოლიტიკას ასცდე...
რამდენჯერაც არ უნდა გავხდეთ ქვეყნის ჩემპიონი, ეს არ იქნება "დინამოს" პრიორიტეტი!
მაგრამ ეს წარუმატებლობა მხოლოდ "დინამოს" ბრალი არ არის. ქვეყანაში უნდა ამაღლდეს ჩემპიონატის დონე. მინიმუმ 4 გუნდი უნდა იყოს შეძლებული. საჭიროა კარგი ინსფრასტრუქტურა, კარგი საფარი... მე რომ ვიყიდო დღეს 10 მილიონად ფეხბურთელი, რომელსაც გულშემატკივარი მოითხოვს, ხვალ საქართველოს ჩემპიონატში სად ვათამაშო? ამიტომ თანმიმდევრულად უნდა მივყვეთ ამ გზას - უნდა აღვზარდოთ ბავშვები და მოვამზადოთ პირველი გუნდისთვის. ახლა 19-წლამდელები ითამაშებენ ჩემპიონთა ლიგაზე და მთავარი გუნდის შევსებას ამ ბავშვებით ვაპირებთ - მათი როლი დიდი იქნება.
ძირითად გუნდში ლეგიონერებიდან დღესდღეობით დარჩებიან სკრიბე, რენე და ველევი. სამწვრთნელო შტაბს შევუთანხმდით ამაზე, დანარჩენების დატოვება კი შეუძლებელია.
40 ლეგიონერამდე ვათამაშე ამ ხნის განმავლობაში და ჩისკოს გარდა, თითქმის ვერავინ გაამართლა. ცუდი სტატისტიკა გვაქვს ამ მხრივ.
დღევანდელი გუნდი მზად იყო, მინიმუმ ევროპალიგაზე ეთამაშა. მწვრთნელს სწორედ ეს პირობა დავუყენე - მინიმუმ ევროპალიგის ჯგუფური ეტაპი! მაგრამ, იცით, დავიღალე უკვე გუნდის დაშლით!
ამას აღარ გავაკეთებ! გვყავს მშვენიერი ახალგაზრდები, რომლებსაც არ ეძლევათ თამაშის დრო. აღარ იქნება ასე.
გგონიათ, მსიამოვნებს მილიონების ჩაყრა? ამის ხალისიც დავკარგე და მოტივაციაც აღარ მაქვს ამის კეთების. თქვენთვის, ხალხისთვის ვეცადე, მაგრამ საოცრება არ ხდება - გასაკეთებელი ეტაპობრივად უნდა გაკეთდეს და გასავლელი გავიაროთ.
გაბრიჩიძეს მიზნად გუნდის გაახალგაზრდავებას ვუსახავ. ლეგიონერებით მიღწეული საქართველოს ჩემპიონობა არ მსურს. ამ შეცდომას აღარ დავუშვებ - პატარებს დრო უნდა მიეცეთ. არ მოვითხოვ "დინამოსგან" ხვალ ჯგუფურ ეტაპს. მე ეს გრძელვადიანი პროექტით გადავდე.
არ მსურს იმ არასწორი გზით სიარული, რომლითაც ეს წლებია დავდივარ.
იურაი იარაბეკის შემდეგ დანიშნული მთავარი მწვრთნელი თავისი ბიოგრაფიით გაგახარებთ, გპირდებით", - თქვა ფიფიამ.