რომან ფიფია: კიდევ სამ ფეხბურთელზეა მოთხოვნა, უახლოეს დღეებში "ბრიუგეს" ვხვდები...

AutoSharing Option
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტმა რომან ფიფიამ გაზეთ "ლელოს" ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა, სადაც ბოლო დროს განხორციელებულ და მოსალოდნელ ტრანსფერებზე ესაუბრა.

შეგახსენებთ, რომ ახლახან "დინამოდან" ბელგიურ "გენტში" გიორგი ჩაკვეტაძე გადავიდა, ლუკა ლოჩოშვილი კი კარიერას კიევის "დინამოში" აგრძელებს. რომან ფიფიას თქმით, მათ გარდა, სერიოზული მოთხოვნა თბილისის "დინამოს" აკადემიის აღზრდილ კიდევ სამ ფეხბურთელზეა...

- ეს ბავშვები ჩვენი აღზრდილები არიან და ორივე კლუბმა ეს დააფასა. დარწმუნებული რომ არ ვყოფილიყავი, რომ ჩაკვეტაძეს "გენტში" ათამაშებდნენ, არ გავუშვებდი. მაგრამ კლუბის პრეზიდენტს ველაპარაკე და მივხვდი - გიორგისთან დაკავშირებით სერიოზული გეგმები
აქვთ. მეშინოდა, იგივე არ მოსვლოდა, რაც ბოლო წლებში სხვა ქართველებს მოუვიდათ, მაგრამ მეპატრონისა და დირექტორისგან დასტური მივიღე.

- ალბათ, ამ ტრანსფერების შემდეგ აკადემიის მიხედვის სურვილი გაგიძლიერდათ - მომავალი თაობების გაზრდა სასარგებლო საქმეც არის, მომგებიანიც და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანიც...
- ჩვენს ცხოვრებას პრობლემები ახლავს, მაგრამ ამან აკადემიაზე გავლენა არ უნდა მოახდინოს, რადგან იქ ისეთი ბავშვები იზრდებიან, უახლოეს 5 წელიწადში ქართულ ფეხბურთს ბევრს რომ შესძენენ. გვარებს არ დავასახელებ, მაგრამ კიდევ სამი ფეხბურთელია, რომლებზეც სერიოზული მოთხოვნა იყო. უახლოეს დღეებში "ბრიუგეს" პრეზიდენტს ვხვდები...

- ვის ტრანსფერზე?!
- ამას ჯერ არ ვიტყვი. კიდევ 3 მოთამაშეზე იყო ლაპარაკი. მაგრამ ისინიც რომ გამეშვა, კაჭარავა მოგვკლავდა. თუმცა მათთანაც იგივე პირობები გვექნება, როგორც ჩაკვეტაძესა და ლოჩოშვილზე, რომ უნდა იყვნენ მთავარ გუნდში.
მკითხველის კომენტარები / 42 /
ადრე ბატონი ფიფია ამბობდა რომ ლიგა იყო მისთვის პრიორიტეტი და ყველაფერს გააკეთებდა,რომ ლიგაზე გაეყვანა გუნდი,მაგრამ არ იყვენ ქართველი ფეხბურთელები სათანადო დონის და უცხოელები კიდევ ე.წ კარგი ლეგიონერები აქ არ ჩამოდიოდნენ და ამიტომ იყო წარუმატებლობა და ამის გამოსასწორებლად გაკეთდა აკადემია რომ ნიჭიერი ახალგაზრდებით დაეკომპლექტებინათ გუნდი მართლაც ძალიან კარგი გუნდი შედგა სეზონის დასაწყისში კარგი მწვრთნელის ხელში გუნდში იყვნენ ლიდერები არაბული,ჩაკვეტაძე ,ლოჩონაშვილი,ლობჟანიძე და სხვები გუნდი კარგ გამართულ ფეხბურთს თამაშობდა გოლებიც გაქონდათ თამაშებსაც იგებდნენ და რაღაც იმედის სხივი გაგვიჩნდა გულშემატკივრებს რომ ლიგაზე ან ევროპაზე ეს ბიჭები თავის სიტყვას იტყვიანთქო მაგრამ დღეს ვხედავ რომ ზ.ა აღაცერთი ფეხბურთელი აღარ არის გუნდში და კიდევ 3 გაყიდვასაც აპირებენ და კითხვა მიჩნდება ფიფია ქართული ფეხბურთი და დინამოს მომავალი რომ ადარდებდეს და აინტერესებდეს ასეთ პოლიტიკას გაატარებდა თუ პირიქით შეცდებოდა რომ ყველა ქართველი ფეხბურთელი ვინც კი თამაშობს და აქვს ტალანტი შეგროვებინა გუნდში ევროპაში აღარ დარჩა ქვეყანა ჩვენს გარდა რომლის გუნდიც არ მოხვედრილა ლიგაზე ან ევროპაზე აზერბაიჯანული ყაზახური კვიპროსული და ბელორუსიული გუნდები გადიან რეგულარულად და ჩვენ პირველივე ეტაპზე ვარდებით უკვე ბოლო 3 წელია ესეთი პოლიტიკა ქართულ ფეხბურთს არ ადგება არც კლუბს და არც ნაკრებს ესეთი პოლიტიკა კონკრეტული პიროვენებებს ჯიბებს ადგება მხოლოდ.
daTo
17:20 13-09-2017
0
დინამოში ვინღა ითამაშებს?ესენი მარტო თავის ჯიბეზე ფიქრობენ
ალეკსანდრე
10:29 13-09-2017
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული