მაგრამ 26 წლის ნახევარმცველს "ლოკომოტივში" დღემდე არ უთამაშია. ლევანი იმედოვნებდა, რომ ჩარიცხვიდან ერთ თვეში მოედანს დაუბრუნდებოდა და გუნდთან ერთად მოემზადებოდა, მაგრამ პრაღის "სლავიაში" მიღებული ტრავმის მკურნალობას და შემდეგ რეაბილიტაციას დიდი დრო დასჭირდა: მენჯ-ბარძაყის ტრავმა რთულად მოსარჩენი აღმოჩნდა და ძუნძულიც აგვისტოში დაიწყო.
მოედანზე დაბრუნება ძალიან გაეწელა და ზუსტად არავინ ეუბნებოდა,
გუშინ კი ის მოხდა, რასაც ლევანი და მისი გულშემატკივარი ამ ხნის განმავლობაში ელოდნენ - ყენიამ საგურამოში, "ლოკომოტივის" ბაზაზე, ბურთით ვარჯიში დაიწყო. ცხადია, ფორმის აღსადგენად დრო დასჭირდება, მაგრამ მისი გამოჩენა "ლოკომოტივსაც" წაადგება, ეროვნულ ლიგასაც და საქართველოს ნაკრებსაც.
ამიტომ, იმედი გვაქვს, ყენიას მალე მოედანზე ვიხილავთ...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"