ეროვნული ლიგა. XXVI ტური: "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ეროვნული ლიგის 26-ე ტურის მეორე მატჩში ქუთაისის "ტორპედომ" ბათუმის "დინამო", სტუმრად, ანგარიშით 5:0 გაანადგურა.

ქუთაისელებმა სოლიდური უპირატესობა შეხვედრის სტარტზევე მოიპოვეს - 22-ე წუთზე, გიორგი ქიმაძისა და ბექა ტუღუშის გოლებით, ისინი უკვე 2:0 იგებდნენ. შეხვედრის დარჩენილ ნაწილში, გიორგი კუხიანიძემ დუბლი გაიფორმა, ხოლო ვოლოდიმირ კორობკამ ერთი გოლი გაიტანა და "ტორპედომ" ბათუმის "დინამოს" ზედიზედ მე-3 თამაში მოუგო.
მკითხველის კომენტარები / 4 /
დღეს თუ თბილისის დინამომ ვერ მოიგო, მაშინ დიდი ალბათობით ჩემპიონი გახდება სამტრედია,ვიცე ჩემპიონი კი ტორპედო, ხოლო დინამოს მოუწევს სპილენძის მედლებით დაკმაყოფილება.
გუშინ მოედანზე 2 კლუბი იყო, ერთი მებრძოლი და მეორე კი დეზორგანიზებული, მძინარა და უხერხემლო. ბათუმელებო,ასეთი თამაშით როგორ შეიძლება რაიმე მიზნებზე ფიქრი?ლიგაში დარჩენაც კი სათუო გაქვთ...
Guadua
10:43 17-09-2017
0
ასეტი დაბალი დონის მწვრტნელი საქარტველოს ისტორიაში არავის მოუყვანია ბატუმის დინამოს გარდა,რა ხდება ამ გუნდსჰი საერთოდ ყველანი გასატავისუფლებელია ,.... გუნდის გირსებას
aba hee
11:43 17-09-2017
0

სიახლეები პოპულარული