17 სექტემბერს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის XXVI ტურში თბილისური დერბი გაიმართა. ერთმანეთს "დინამო არენაზე" თბილისის "დინამო" და "საბურთალო" დაუპირისპირდნენ. უკვე მესამე თამაშია, "დინამო" საკუთარ თავს არ ჰგავს და ეს ანგარიშზეც აისახა - 1:4.
ანგარიში მე-4 წუთზე თბილისის "დინამოს" ყოფილმა ფეხბურთელმა, დავით ვოლკოვმა გახსნა და სტუმრები 0:1 დააწინაურა.
ყოფილ გუნდს ასევე გაუტანა
ლაშა თოთაძემ და 27-ე წუთზე წონასწორობა აღადგინა. მიუხედავად ამისა, პირველ ტაიმში "საბურთალო" სათამაშო უპირატესობას ფლობდა და 37-ე წუთზე ვლადიმერ მამუჩაშვილის გოლით კვლავ წინ გავიდა.
მეორე ტაიმში "დინამო" უფრო არეული
გამოვიდა მოედანზე. ტაიმის დაწყებიდან მალევე, ვოლკოვმა დუბლი შეასრულა და ორბურთიანი სხვაობით, საკუთარი გუნდის გამარჯვებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ხოლო 71-ე წუთზე გიორგი ხარაიშვილმა ყველანაირ ინტრიგას წერტილი დაუსვა და 1:4 დაასრულა თამაში.
მარცხის მიუხედავად, 57 ქულით თბილისის "დინამო" პირველ ადგილზე რჩება , ხოლო "საბურთალო" 40 ქულით მე-6 ადგილზეა. ლიგის დასრულებამდე 10 ტური დარჩა.
ეროვნული ლიგა. XXVI ტური: "დილამ" "შუქურას" მოუგო
17 სექტემბერს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის XXVI ტურის მორიგი შეხვედრა ბათუმში გაიმართა, რომელშიც ქობულეთის "შუქურამ" გორის "დილას" უმასპინძლა17 სექტემბერს საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის XXVI ტურის მორიგი შეხვედრა ბათუმში გაიმართა, რომელშიც ქობულეთის "შუქურამ" გორის "დილას" უმასპინძლა. მინიმალური ანგარიშით გამარჯვება გორელებს დარჩათ. . მინიმალური ანგარიშით გამარჯვება გორელებს დარჩათ.
თამაშიც კარგი უჩვენეს და ღირსეულად მოუგეს დასუსტებულ და სისხლისაგან დაცლილი დინამოს.
საჩემპიონოდ გამზადეული კლუბი დაუნტრენდში წავიდა და დეგრადაციის გზას დაადგა.
სამტრედია ამ წელსაც ჩემპიონი გახდება.
ახლა ველით ქუთეისში დინამოს არგამარჯვებას.
სამტრედია კი "რაცხას მოუხერხებს დილას" :)