23 სექტემბერს, საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის ეროვნული ლიგის XXVII ტურის მორიგი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც გორის "დილამ" "სამტრედიას" უმასპინძლა და მეტოქე ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გამართულ მატჩში ანგარიში მე-11 წუთზე დავით კირკიტაძემ გახსნა. ამით გორელების აქტიურობა არ დასრულებულა და 10 წუთში სხვაობა ლევან ნონიკაშვილმა ორამდე გაზარდა.
სამტრედიელები მალევე გამოფხიზლდნენ და 32 წუთზე ნიკა სანდოხაძემ ერთი ბურთი გაქვითა. ტაიმის მიწურულს იმერლებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს, მაგრამ მსაჯმა
თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა და არ ჩათვალა.
მეორე ტაიმი დაბალი ტემპით მიმდინარეობდა და ანგარიში არ შეცვლილა.
ამ გამარჯვებით გორელებმა გასავარდნ ზონას თავი დააღწიეს და 31 ქულით მე-7 ადგილზე არიან. სამტრედიელებს 51
გუნდი არეული იყო გუშინ,მიზეზები პენალტებიო, მსაჯიო,ესაო ,ისაო ,არ გვინდა,როცა არიან ხასიათზე 2-3 დაუნიშნავ პენალტზეც კი იგებენ.
დარასელიამ იცოდა რა აზრით გამოვიდა მინდორზე ცეცაძე და საპასუხო მზად ჰქონდა,ადვილად გამოუცნო ტაქტიკა.
ცეცაძის გაგდება არაა საჭირო,კლუბში მასზე პიროვნულად და სულიერად დამოკიდებულები არიან ნაწილი ფეხბურთელების და ეს საქმეს უფრო გააფუჭებს.
ცეცაძემ რომ თავის ყველაზე სუსტ მხარეს-სრულ უვიცობას საკადრო საკითხებში მიხედოს,მას ეს არ აწყენს.
მოკლედ თუკი დღეს დინამომ მოუგო ტორპედოს,მაშინ სამტრედიას და ტორპედოს საჩემპიონო ამბიციებს ბოლო მოეღება და ეგაა.
ისე კი ქართული ფეხბურთისათვის კარგიც იქნებოდა ასე რომ მოხდეს,დინამოს ფული მაინც აქვს რომ ჩემპიონთა ლიგისათვის რეალურად გაძლიერდეს,ხოლო ეს უფულო და საცოდავი იმერული კლუბები კი რას იზამენ?იმას რაც ამ ზაფხულზე ჰქნეს?
ალბათ ორივე კლუბში დაფიქრდებიან იმ სიგიჟეზე რაც ამ კლუბებში ხდება.